#34375976 · 18 Dec 2012, 19:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით!
მოკლედ მაქვს ესეთი შემთხვევა, დაახლოვებით ერთი წლის უკან ვთანამშრომლობდი კომპანიასთან ზეპირი შეთანხმების საფუზველზე.
შემდეგ შევწყვიტე თანამშრომლობა და შვიდი თვეა უკვე სხვადასხვა მიზეზებით დროში წელავს თანხის გადახდას (ფინანსური დაგვადგაო და ა.შ.). კომპანიის დირექტორი იძულებული იქნება დაადასტუროს რომ მართლაც აქვს მოსაცემი X თანხა ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, რადგან უკვე განაცხადა შესაბამის ორგანოებში და უკან ვეღარ წაიღებს თავის სიტყვებს.
მე ვარ კომპანიისთვის ეგრედწოდებული დაქირავებული მუშაკი, რომელთანაც მოხდა ზეპირი შეთანხმება და მაქვს თუ არა შესაძლებლობა საჩივარი შევიტანო სასამართლოში რომ ამდენი ხანია კომპანია თავს არიდებს თანხის გადახდას, ან რა მოვიმოქმედო იქნებ დამაკვალიანოთ.
|