ამ სასწაულის შესახებ, მე დღეს გავიგე. ჯერ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ მაინც გავხსნი თემას. ეგებ დაიდოს რაიმე საინტერესო ინფორმაცია..
რაც ბევრისთვის სასწაულია, ჩემთვის უბრალოდ რიტუალია.
ქრისტიანებს(მეც ქრისტიანი ვარ) ბევრი მზგავსი სასწაულები აქვთ და ცეცხლის გადმოსვლაც შეგვიძლია ავიღოთ მაგალითისთვის ასევე, მაგრამ მე როდესაც ვაკვირდები ცეცხლის გადმოსვლის სასწაულს, ძაან გაფორმებულია ეს ამბავი ზოგი ხალხის საშუალებით. მაგალითად ის მომენტი, რომ ცეცხლს სითბო არ აქვს 5 წუთის განმავლობაში. ანუ თუ ხელს მივიტანთ ცეცხლთან და ხელს არ დაგვწვავს, რადგან სითბოს არ გადმოსცემს ცეცხლი..
ჩავრთოთ ლოგიკა:
1)გადმოსული ცეცხლი სანთელზე. მიგვაქვს ხელი ცეცხლთან. სითბო არ გადადის, ცეცხლი არ ეკიდება ხელს, ხელი არ დაგვეწვა..
2)გადმოსული ცეცხლი სანთელზე, მიგვაქს მეორე სანთელი ცეცხლთან. სითბო გადადის, ცეცხლი ეკიდება სანთელს, სანთელი დაიწვა.
ეხლა კი მიპასუხეთ ის, თუ სითბო არ გადადის ხელზე, მაშინ რატომ გადადის სხვა სანთელზე?!
მზგავსი სასწაულები მუსლიმანებსაც აქვთ..
ყველას გსმენიათ ალბათ იმ სასწაულზე ქვა რომ ჰაერში გამოკიდული და ძირს არ ეცემა..
თურქეთში ერთი მუსლიმანი ბიჭი მიმტკიცებდა, რომ ეს ქვა იერუსალიმში იყო და თავად ხელი გაატარა ქვის ქვემოთ და ქვა არ დაეცა ძირს.. რათქმაუნდა ეს ბიჭი იტყუებოდა და ქვა არ არის იერუსალიმში, შესაბამისად ამ ბიჭს ხელიც არ გაუტარებია ქვის ქვემოდან. მე უბრალოდ ის მინდა აღვნიშნო, რომ მორწმუნე ხალხს და არამხოლოდ მორწმუნე ხალხს, ჩვევია ტყუილი...
ეს ქვა არის შენობაში რომელსაც ქვია
ქააბა და ეს შენობა იმყოფება ერთერთ ჯამეში, კერძოდ ქალაქ მექაში..
ნებისმიერ მუსლიმანს რომ კითხო, ქვა ჰაერშია გამოკიდული, მაგრამ რეალობა სულ სხვაა..
ყურანში როგორც წერია, ეს შენობა აბრაამმა ააშენა თავის შვილთან ისააკთან ერთად. აბრაამი როდესაც სიმაღლეში ვერ წვდებოდა რათა ქვები დაედო, ანგელოსმა ჩამოუტანა ქვა, რომელზეც დადგა აბრაამი ფეხებით და ეს ქვა ჰაერში ადიოდა, ანუ არ მოქმედებდა ამ ქვაზე მიზიდულობის ძალა. შესაბამისად აბრაამს მიეცა იმის საშუალება, რომ მაღალი შენობა აეშენებინა. ეს ქვა ძალიან რბილი იყო და აბრაამის კვალი დაამჩნდა ქვას..
ასევე ამ შენობაში ინახება მეორე ქვა, რომელიც ლეგენდის თანახმად ადრე თეთრი იყო, დროთა განმავლობაში ხალხების ცოდვები შეიწოვა და გაშავდა..
გვაქვს ორი ქვა ერთი არის ქააბაში, რომელიც ქვია
Black Stone. მეორე ქვა ინახება ყველასთვის დასანახ ადგილას, ქააბას გვერდით და მისი სახელია Station of Ibrahim.. ხალხს ავიწყდება ის თუ რომელი ქვა უნდა იყოს ჰაერში გამოკიდული. ქვა, რომელიც აშკარად დევს, ყველამ იცის, რომ არ არის ჰაერში გამოკიდული არ არის და აი ქვა, რომელიც ქააბაში ინახება ყველა ამბობს, რომ ჰაერშია გამოკიდული, მაგრამ არავის შეუძლია იქ შესვლა და ამის შემოწმება, რადგან ქააბაში შესვლა აკრძალულია. იშვიათად თუ ვინმე შედის იქ. წელიწადში ერთხელ საპატიო ხალხი მტვერის გასაწმენდად. ასევე ძალიან დაფასებულ ხალხს აძლევენ უფლებას, რომ შევიდეს შიგნით და ესეც იშვიათად ხდება..
არცერთი ქვა არ არის ჰაერში გამოკიდული და ეს დიდი სისულელეა, მაგრამ მიდი და დაუმტკიცე ეს იმ ხალხს, რომლებსაც ბრმად წამთ ამის...
აი რას გვეუბნევა ვიკიპედსია ცეცხლის გადმოსვლაზე:
ვერ მოინდომებ ისეთი რაღაცის გაგებას, რასაც ვერ გაიგებ.