http://search.mywebsearch.com/mywebsearch/...NQ%3D%3D&ord=0&ბიძინა ივანიშვილი: "სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის კარგი მაგალითია"
16:29 18.01.2013
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სომხეთის საგარეო კურსი საქართველოსთვის კარგი მაგალითია.
ამის შესახებ პრემიერმა რადიო "თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, უახლოეს მომავალში ალბათ, პრიორიტეტები არ შეიცვლება, მაგრამ ქვეყნები იცვლებიან, ხალხი და საზოგადოება ვითარდება, ისინი ცვლიან პრიორიტეტებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში შევცვლით პრიორიტეტებს. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტი არის ევროპა. რასაც არ გადავუხვევთ. პარალელურად ჩნდება კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი აღვადგინოთ ურთიერთობა რუსეთთან და პარალელურად გვქონდეს კარგი ურთიერთობა ნატო-სთან. ჩემი აზრით, ამის კარგი მაგალითი სომხეთია, ის ჩვენ კარგ მაგალითს გვაძლევს. სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ამერიკასთან და ნატო-სთანაც, აქედან გამომდინარე ყველაფერია შესაძლებელი", - განაცხადა ივანიშვილმა.
This post has been edited by Grigali on 19 Jan 2013, 00:23