ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ, ინტერნეტ-სივრცეში გამოჩნდა ფოტოები, რომლებზეც ასახულია აღნიშნული ღონისძიების გუშინდელი რეპეტიცია. სურათებზე მოცემული წყვილები ზუსტად შეესაბამება დღევანდელი წილისყრის შედეგებს.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, “სქაი სპორტსის” გუშინდელ ეთერში პირდაპირი ჩართვა განხორციელდა დარბაზიდან, სადაც დღევანდელი კენჭისყრის რეპეტიციას ატარებდნენ. კადრში მოხვდა მონიტორი, სადაც ნაჩვენები იყო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის ყველა სავარაუდო წყვილი, რაც 100 პროცენტით დაემთხვა დღევანდელი წილისყრის შედეგებს.
იყო კენჭისყრის შედეგები წინასწარ დაგეგმილი, თუ ეს უბრალო დამთხვევაა? ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არჩევანი თქვენზეა: გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა. აქვე გთავაზობთ ფოტო და ვიდეომასალას.
ვიდეოს დადების თარიღსაც დააკვიდით ნაკადული This post has been edited by iWilD on 20 Dec 2012, 18:19