ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტებს მითითებას აძლევს, რომ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარონ თუ რატომ არ იხდიდა გადასახადებს „რუსთავი 2“. ეს განცხადება ხადურმა საკანონმდებლო ორგანოში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მან ჟურნალისტებს, რომლებმაც გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით კითხვით მიმართეს, ურჩია „რუსთავი 2’’-ის ფინანსურ სამსახურს მიმართონ კითხვით, თუ რატომ ჰქონდა მას კონკურენტ არხებთან შედარებით უპირეტესობა და რატომ ჩამოაწერეს სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალი.
„კითხეთ ‘’რუსთავი 2’’-ის ფინანსურ დირექტორს, რატომ არ იხდიდა არხი გადასახადებს. უნდა დაინტერესდეთ ამ თემით, იმიტომ რომ ერთი თვეა ამ თემაზე ვსაუბრობ“,- განაცხადა ხადურმა.
მინისტრი ირწმუნება, რომ ნიკა გვარამიას დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში მუშაობის პერიოდს არ უკავშირდება.
„ბატონი გვარამია ქრთამს რაზე იღებდა და აძლევდა იცით?- საგადასახადო შეთანხმებაზე. მსგავსი საგადასახადო შეთანხმება მათ შორის 24 მილიონ ლარზე გაფორმებულია ‘’რუსთავი 2’’-თან“,- განაცხადა ხადურმა და აქვე ტელეკომპანიის ჟურნალისტები დაამშვიდა, რომ ფინანსთა სამინისტროსგან არხი შემოწმებას არ უნდა ელოდეს.
„არ ჭირდება შემოწმება იმას, რაც გვარამიამ ან ხეთაგურმა ქრთამით თუ უქრთამოდ გააკეთეს. ეს უკვე გააკეთეს, მთავრობის დადგენილებაც არსებობს ამაზე. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ვაპატიოთ 24 მლ. ლარი და ტელეკომპანია „კავკასია“ დავაჯარიმოთ 2,50 ლარისთვის“,- განაცხადა მან.
ჟურნალისტების მიერ მომწყვდეული ფინანსთა სამინისტროს შეფი გაღიზიანდა და სოციალური პროექტების დაფინანსების შეწყვეტა და მასწავლებელთა ხელფასების ჩაურიცხაობა „რუსთავი 2- ს“ გადააბრალა.
„ხალხმა უნდა იცოდეს თუ რატომ ვერ ვახორციელებთ სოციალურ პროექტებს, მასწავლებლებს ვერ ვაძლევთ დეკემბრის თვის ხელფასს, იმიტომ რომ წინა მთავრობამ თქვენ 24 მლ ლარი ჩამოგაჭრათ აგვისტოს თვეში. ამიტომ ვერ ვარიგებთ ჩვენ ხელფასს“,- დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფინანსური მაქინაციისა და საბუთების გაყალებების ბრალდებით, ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 19 დეკემბერს, რამდენიმე პირთან ერთად დააკავა. გვარამია გამოძიების ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება „რუსთავი 2“-ის დირექტორობას უკავშირდება.
http://presa.ge/new/?m=society&AID=19925დაიწყო უკვე?
მალე პენსიების გაყინვაც მოყვება ამას,მე რომ ვხსნიდი აქ თემებს შემაშფოთებელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე აქ ბიძინისტები ღლიცინებდნენ,ხოდა ეხლა აპრავეთ
This post has been edited by DIDGORI-GEO on 20 Dec 2012, 18:34