ახალი ცნობები დატერორებულ ბიზნესმენების შესახებ...
"2. ახალციხის რაიონის სოფელ ტატანისში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 168 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ეფრაიმ გური (რომელიც შემდგომ მოხსენიებულია, როგორც მყიდველი) ხოლო მინდობილ პირად წარმოდგენილი იქნა გიორგი ჩხეიძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 409 200 ლარად.
3. ახალციხის რაიონის სოფელ წირაში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 753 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 12 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო სს „თი-ბი-სი" ბანკი, რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი ჯანდიერი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ „თი-ბი-სი" ბანკი, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად.
4. ახალციხის რაიონის სოფელ ჭვინთაში მდებარე კლუბი - ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 121 კვ.მ. აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 8 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს „ბემონი"(დირექტორი დავით მიმინოშვილი), რომლის წარმომადგენელიც იყო მამუკა ფირანიშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ შპს „ბემონი", რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 1 900 000 ლარად.
5. ახალციხის რ-ის სოფ. წყალთბილაში მდებარე კლუბი ბიბლიოთეკა, საერთო ფართობით 391კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი ჯემალ გვარლიანი, აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ჯემალ გვარლიანი რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად. აღნიშნული ობიექტი ჯ. გვარლიანმა შემდგომში კვლავ აჩუქა სახელმწიფოს.
6. ახალციხის რაიონის სოფელ წინუბანში მდებარე კლუბი-ბიბლიოთეკა საერთო ფართობით 257კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ინტელ ექსპრეს ჯორჯია", რომლის წარმომადგენელიც იყო გიორგი სურგულაძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 570 000 ლარად.
7. ახალციხის რაიონის სოფელ ჯულღაში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 409 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 13 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო კ.ს. "კოწიწაშვილი და კომპანია", რომლის წარმომადგენელიც იყო ვახტანგ კოწიწაშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
8. ახალციხის რაიონის სოფელ ორალში მდებარე კულტურის სახლი საერთო ფართობით 264 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 11 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს "სამშენებლო კომპანია ოდი", რომლის წარმომადგენელიც იყო მიხეილ ჩხიტუნიძე. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული ორგანიზაცია, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 100 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ წაუღია და საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
9. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე კლუბი სახლი საერთო ფართობით 138 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 5 000 ლარად, აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს"ინსტა ჯორჯია", რომლის მინდობილი-წარმომადგენელიც იყო გიორგი მეფარიშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ ხსენებული პირი, რომელმაც წარმოდგენილი ობიექტი შეისყიდა 500 000 ლარად. შპს"ინსტა-ჯორჯიას" დირექტორი ლევან სიმონიშვილი ამ პერიოდში იყო პატიმარი. შესყიდული ქონება მან შემდგომ დაუბრუნა სახელმწიფოს.
10. ახალციხის რაიონის სოფელ ხეოთში მდებარე ბიბლიოთეკა და მედპუნქტი საერთო ფართობით 186 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 4 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო ფიზიკური პირი დავით ანდრონიკაშვილი. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც წარმოდგენილი შენობა-ნაგებობა იყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა არ აუღია და იგი საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებია.
11. ახალციხის რაიონის სოფელ ანში მდებარე კლუბ-ბიბლიოთეკა სახლი საერთო ფართობით 185 კვ.მ, აუდიტის მეშვეობით შეფასებული იყო 10 000 ლარად. აუქციონზე დაინტერესებულ პირად დარეგისტრირებული იყო შპს"ფოთიქალაქ სერვისი", რომლის წარმომადგენელიც იყო აკაკი შურღაია. აუქციონში მონაწილეობას ღებულობდა მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაცია, რომელმაც ობიექტი შეისყიდა 200 000 ლარად, მაგრამ საკუთრების მოწმობა საჯარო რეესტრში არ გაუტარებია.
საერთო ჯამში ზემოაღნიშნული ობიექტების რეალიზაციის შედეგად გადახდილ იქნა 9 632 000 ლარი. უძრავი ქონების საწყისი ღირებულება სულ შეადგენდა 161 000 ლარს."
წყარო:
http://www.ghn.ge/news-84341.html