#34418100 · 21 Dec 2012, 14:31 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროს" ტექნიკის დაზიანებისთვის 1 398 645 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს 14:15 21.12.2012 თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანია "მაესტროს" ტექნიკის დაზიანებისთვის 1 398 645 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც "პირWელს" "მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, აღნიშნული თანხის გადახდა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიას" და კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილს დაეკისრა.
"სასამართლომ ჩვენი ყველა მტკიცებულება გაითვალისწინა და დაადგინა, რომ კიწმარიშვილმა "მაესტროს" ტექნიკა მართლაც დააზიანა, რის გამოც მას ჯარიმა დაეკისრა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სასამართლოს მიერ "მაესტროსთან" დაკავშირებით მიღებული ობიექტური გადაწყვეტილება და ჩვენი პირველი წარმატება", - განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 30 ნოემბერს ეროსი კიწმარიშვილი, რამდენიმე პირთან ერთად, ტელეკომპანიის შენობაში, ნუცუბიძის ქუჩაზე, შეიჭრა და შენობა დაიკავა. ინციდენტს ტელეკომპანიის მუშაობის პარალიზება მოჰყვა. ჟურნალისტებმა მაუწყებლის შენობა დატოვეს და აპარატურის ნაწილიც წაიღეს. ამჟამად „მაესტრო“ დიღომში ახალი შენობიდან მაუწყებლობს.
ინგა მურუსიძე
პირველი
This post has been edited by forumeli64 on 21 Dec 2012, 14:34
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|