მოსალოდნელი მიწისძვრის შიშით ქუთაისში, #2 სამშობიარო სახლებიდან ფეხმძიმე ქალები გარეთ გამოვიდნენ,
ხოლო ჭირისუფლებმა მიცველებული ეზოში ჩამოიყვანეს. აღნიშნულის შესახებ news.ge-ს მოქალაქეებმა განუცხადეს.
ამ დროისათვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსებიდან გამოსულია და გარეთ იმყოფება. ქალაქში ასევე დაიხურა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლაში" მდებარე მაღაზიები.
მოქალქეების განცხადებით, ქუთაისში მიწისძვრის შესახებ ცნობა ბათუმიდან გავრცელდა.
შეგახდენებთ, რომ მოსალოდნელი მიწისძვრის შიშით ქუთაისსა და ბათუმში მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსებიდან ქუჩაში გავიდა. მიწისძვრის წინასწარმეტყველებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებშიც.
გავრცელებული ჭორების საპასუხოდ სესმოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ, სიცრუეა“. სეისმოლოგიური ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიწისძვრის პროგნოზირება თანამედროვე მეცნიერებისათვის შეუძლებლია.
http://news.ge/ge/news/story/41340-mitsisd...ret-gamoiyvanes This post has been edited by მამა-ჯეMალი on 26 Dec 2012, 18:46