
პირველ რიგში - Need For Speed Most Wanted 2 წარმოადგენს Criterion game-სა და Electronic art-ის ერთობლივ პროექტს. თამაში აწყობილია ნოლიდან (ანუ ძველი Most Wanted-ის ბაზაზე არ არის აწყობილი).
თამაში ხელმისაწვდომია თითქმის ყველა პლატფორმაზე:
PC
Xbox
PS3
PSVita
Android

ახალმა Most Wanted-მა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:
გაუმჯობესებული გრაფიკა, ახალი ქალაქები, ახალი მანქანები, ახალი SpeedPoint სისტემა, თავისუფალი მართვის რეჟიმი, ასევე შემოტანილია ავტომობილის ახალი მონაცემები - წონა და ე.წ. ტრასის გარეთ მართვა - ანუ რამდენად შესაძლებელია ავტომობილით სიარული მიწაზე, ბალახზე და ა.შ. ამ მონაცემების შემოტანა გამოიწვია იმან, რომ თამაშში ხშირად მოგიწევთ "გზიდან გადახვევა". ასევე სიჩქარის შეგრძნება ბევრად უფრო დახვეწილია, Need For Speed-ის წინა მორბედებისგან განსხვავებით - ახალ Most Wanted-ში ავტომობილი შეჯახებისას ზიანდება, იმტვრება, "წყალი უდუღდება", შუშები ელეწება, ტალახში ისვრება და ა.შ. დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად უნდა მიხვიდეთ ბენზინ გასამართ სადგურებში. მოწინააღმდეგეთა რიცხვი ცვალებადია, ძირითადად - 10. თამაშს ასევე აქვს Multiplayer.
ონლაინში სათამაშოთ გჭირდებათ Origin ექაუნთი, Origin პროგრამა და თამაშის სერიული ნომერი, სერიული ნომრის გარეშე ონლაინში ჯერჯერობით ვერ ითამაშებთ.

რაც შეეხება თვითონ თამაშს: თამაშში თქვენ აგროვებთ ე.წ. Speed Point-ებს, რაც უფრო მეტი SP გაქვთ, მით უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ხვდებით, ავტომობილების ყიდვა არ არის შესაძლებელი - თქვენ ის უნდა იპოვოთ სხვადასხვა ადგილას, ან მოიგოთ რბოლაში. ნაწილების ყიდვაც არ არის შესაძლებელი - ნაწილები უნდა მოიპოვოთ რბოლებში გამარჯვებით. პოლიცია ამჯერად უფრო "მკაცრია" ვიდრე წინა ვერსიაში, ამჯერად ის დაპროგრამებული აღარ არის თუ რომელ რბოლაში გამოგეკიდოთ, ისინი თავისუფლად დადიან მთელს ქალაქში და ნებისმიერ დროს შეიძლება დაგინახოთ, თავისუფალ დრაივსა თუ რბოლაში, რბოლის შემდეგ ისინი ავტომატურად არ ჩამოგშორდებიან როგორც წინა ვერსიაში ხდებოდა.
ასევე თამაშში ხშირად შეგხვდებათ ტრამპლინები,
ტრეილერი:
https://www.youtube.com/watch?v=0-Imb_hTVmwგადმოსაწერი ბმული:
http://allshares.ge/download.php?id=5C8A9FCC41 This post has been edited by PV-Toko on 22 Dec 2012, 17:33