შპს „TV კვირიკემ“ თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზია 24 დეკემბერს მიიღო. კომპანიის მფლობელი წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის დეკანოზი გიორგი (ლაშა) ყიფშიძეა, რომელსაც რამდენიმე გადაცემა მიჰყავს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში. დირექტორი კი ხატმწერი მადონა ლანჩავაა.
„TV კვირიკე“ კერძო სპეციალიზირებულ (შემეცნებითი) მაუწყებლობას აპირებს და ეთერში გასვლას 6 თვის შემდეგ გეგმავს. ტელეკომპანიამ სალიცენზიო მოსაკრებელი 2 ათასი ლარი უკვე გადაიხადა.
დეკანოზი გიორგი ყიფშიძე Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ TV კვირიკე მოზარდებისთვის განკუთვნილი არხი იქნება. ბავშვები წაიყვანენ გადაცემას. დეკანოზის თქმით, მას დიდი ხანია ბავშვებთან ურთიერთობა აქვს.
„თბილისის თითქმის ყველა სკოლაში დავდივარ. გამომიყვანენ ბავშვებს, ვესაუბრები ადამიანებზე, კაცობაზე, წესიერებაზე, პატიოსნებაზე. ვიფიქრე, ტელევიზიითაც გავაკეთებდი იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში ისედაც ვაკეთებდი“, - აღნიშნავს დეკანოზი გიორგი ყიფშიძე.
მისი თქმით, ტელევიზიას ენთუზიაზმით ამუშავებენ, თუმცა უარს არც რეკლამების განთავსებაზე იტყვიან. გადაცემებს სტიქაროსნები წერენ და თავად დეკანოზი ამონტაჟებს. სატელიტზე კი „მაგთი“ გაიყვანს უსასყიდლოდ.
“TV კვირიკემ“ მაუწყებლობაზე ავტორიზაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 19 დეკემბერს გაიარა. ეს ტელევიზია „მეშვიდე არხის“ ქსელში უკვე არის და მისი ყურება myvideo.ge-ს საშუალებითაც შესაძლებელია.
http://www.media.ge/stories/dekanozmagiorgiqipshidzeათეებო ჩვენ არ გაგვეხსნა რამე არხი ბავშვებისთვის ?
ისე საინტერესო კია ამ ტელეკომპანიას ვინ დააფინანსებს ანდა საპატრიარქოს არხს ვინ აფინანსებდა ?
ქრისტე რომ დაბრუნდეს ესენი იმის ქადაგების მოსასმენად ბილეთებს გაყიდიან © cannabis
პატრიარქს არ აგინოთ, თორემ დანა მუცელში © vtbgeorgia2