გასაგზავნი მაქვს დოკუმენტები უცხოურ უნივერსიტეტში, და მჭირდება საფოსტო მომსახურება, დაზღვეული.
პატარა ძებნის მერე მივაკვლიე სამ ალტერნატივას:
პირველი და ყველაზე იაფი – საქართველოს ფოსტის დაჩქარებული ფოსტის სერვისი - EMS - ჩადის 7-10 დღემდე, და ფასიც შედარებით დაბალია (სადაც მე მინდა იქ 63 ლარი)
http://georgianpost.ge/index.php?m=90მეორე, UPS - აქ იმავე მომსახურებაში 98 ლარი მითხრეს, ჩადის 4 სამუშაო დღეში. აქვთ მხოლოდ ექსპრეს მომსახურება.
http://www.ups.com/და ბოლოს, უფრო ცნობილი DHL, რომლის საშუალებითაც ასევე 4 სამუშაო დღეში ჩადის ამანათი ადგილზე, თუმცა 115 ლარია გადასახდელი.
http://www.dhl.com/en/ge/country_profile.htmlვინმეს თუ აქვს გამოცდილება საქართველოს ფოსტის დაჩქარებული ფოსტის სერვისით სარგებლობის, მითხრეს, რომ ავტომატურად დაზღვეულია, და 3,5-ად შეგიძლია დაამატო ის სერვისი, რომ შეტყობინება ჩამოგივიდეს უკან, რომ ჩავიდა. სანდო თუა?
ან სხვა ასეთივე კომპანიები ხომ არ იცით, რომლებიც ასევე შემიძლია ვნახო, და უფრო ნაკლებ ფასად უფრო კარგი მომსახურება მივიღო?
This post has been edited by Ginevra on 26 Dec 2012, 15:09