#34529073 · 29 Dec 2012, 10:38 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
davgor
QUOTE | იქნებ ვინმემ გამახსენოს ლექსის ავტორი და სათაური. მახსოვს მხოლოდ სიუჟეტი და მგონი საფრანგეთის რევოლუციონერების დახვრეტის სცენაა. პატარა ბიჭი მოითხოვს დახვრეტამდე ცოტა ხნით სახლში გაუშვან, რასაც შეუსრულებენ სიცილ-ხარხარით, ვითომ ეშმაკობის მცდელობის გამო, თუმცა ბიჭი მართლაც დაბრუნდება და უკან, რაც ჯალათთა განცვიფრებას გამოიწვევს. |
ჰიუგოსია
სრული ვერსია ინტერნეტში ვერ ვნახე
ბარიკადებზე შუა ქუჩაში სადაც სიკვდილმა უმძვინვარესმა ცოდვილის სისხლი ხალხი სპეტაკი და უცოდველი სისხლით წარეცხა- კომუნარების გევრდით შეიპყრეს პატარა ბიჭი ალბათ თორმეტის, -შენც ამათთან ხარ?-მან უპასუხა: -დიახ,მე ამათ ვერ მოვშორდები -შენ ჯერს მოუცდი.ყველას დახვრეტენ. -ასეთი იყო სიტყვა ოფიცრის. და იდგა ბავშვი ტყვიის კაშკაშში, რომ გაემართა მზერა თოფისთვის. ის შეჰყურებდა თუ კომუნარებს როგორ ხოცავდნენ სახლის კედლებთან. იმ ოფიცერათნ მიიჭრა ბიჭი და მის თვალებში იყო ვედრება, უთხრა:-გამიშვით თუ შეიძლება, მე საათს აქვე დედას მივუტან. -გაქცევა გინდა?-მე დავბრუნდები... -იმეორედბა ბავშვი ჯიუტად -ხომ არ შეშინდი?სად ცხოვრობ, ლეკვო? -აქვე,შადრევნის წინ რომ სახლია. გთხოვთ კაპიტანო,მე დავბრუნდები... -ჯარისკაცები სიცილს აყრიან წადი ჯანდაბას!...-თქვა კაპიტანმა -ჯილდო გეკუთვნის ეშმაკობისთვის!... და მთელ მიდამოს ეფინებოდა ხარხარი რაზმის და იმ ოფიცრის. ის ირეოდა კაცთა ხროტინში და იცინოდა თითქოს სიკვდილი მაგრამ უეცრად შეწყდა ხარხარი, ბავშვი ამაყი და ფერმიხდილი კვლავ აღიმართა მოულოდნელად, უკვე არავინ ელოდა რადგან, -აი მოვედი...-უთხრა კაპიტანს და ქედმაღალი კედელთან დადგა.
This post has been edited by rockforever on 29 Dec 2012, 10:42
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|