http://www.liberali.ge/ge/liberali/news/113542/ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მიმდინარე წლის აგვისტოში ხელფასის სამმაგი ოდენობის პრემია, 10 620 ლარი აიღო.
მარტსა და აპრილში ექსმინიტრს მხოლოდ ხელფასის ოდენობის პრემია, თითოეულ თვეში 3 540 ლარი ჩაერიცხა, მაისსა და ივნისში პრემიები გაორმაგდა და 7 080 ლარი შეადგინა. პრემიების ზრდის ტენდენციამ პიკს აგვისტოში მიაღწია.
აღნიშნული საჯარო ინფორმაცია “ლიბერალმა” ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ ჭიაბერაშვილის წინამორბედი, ანდრია ურუშაძე მიმდინარე წელს ხელფასის ოდენობის პრემიებს იღებდა. მოქმედი მინისტრის, დავით სერგეენკოს ანგარიშზე პრემიის ჩარიცხვის ან არჩარიცხვის შესახებ კი ინფორმაცია სამინისტრომ საერთოდ არ გასცა. დავით სერგეენკოს ანაზღაურებაზე “ლიბერალმა” მხოლოდ ის შეიტყო, რომ ნოემბერში მან გაზრდილი ხელფასი - 3 540-ის ნაცვლად 4 344 ლარი მიიღო.
და ეს ხალხი კიდევ ხალხის სახელით ლაპარაკობს და ხელისუფლებაში მოსვლას გეგმავს.
* * *
ბოდიში, ყოფილა ასეთი თემა.
მოდერ გააერთიანე ეს თემები.
კოჰაბიტაცია არ გამოვა