რუსული მხარე ენგურის ხიდის აფეთქებას გეგმავს. როგორც "ივერონს" ადგილობრივმა განუცხადა, გავრცელებული ინფორმაციის გამო, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით ხიდის აფეთქება მიწისქვეშა ბიძგების ხელოვნური გამოწვევის გზით იგეგმება. აფხაზეთში მცხოვრები ადგილობრივის ინფორმაციით, აფხაზეთში მიწისქვეშა ბიძგების გამოწვევა "ეშერის" საიდუმლო ლაბორატორიის გამოყენებით იგეგმება. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოებიც ავრცელებენ. ხელოვნურ მიწისძვრაზე საუბრობენ ოკუპირებულ აფხაზეთშიც. როგორც "ივერონს" ინფორმირებულმა პირმა აფხაზეთიდან აცობა, "ეშერას" ლაბორატორიაში არსებული ტექტონიკური იარაღი პირველად დაახლოებით 2 კვირის წინ შავ ზღვაში გამოსცადეს.
"ტექტონიკური იარაღის" დახმარებით მიწისძვრის ხელოვნურად გამოწვევის ფაქტზე რუსული საინფორმაციო საშუალებები რამდენიმე წლის წინაც წერდნენ. "ტექტონიკური კამპანია" კი, თურქეთის მიწისძვრისთანავე დაიწყო, რომელმაც ოცდაათი ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ პირდაპირ, დაუფარავად განაცხადა, რომ რუსეთმა თურქეთი დასაჯა კავკასიის საქმეებში ჩარევისათვის.
მეცნიერთა აზრით, მიწისძვრის სიზუსტით განსაზღვრა, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მიწისძვრის პროვოცირება ხდება ხელოვნურად, მიწის ქერქში მიმართული ატომური აფეთქების მეშვეობით, თანაც აფეთქება შეიძლება მოხდეს მიწისძვრის ადგილიდან ასეულობით კილომეტრით დაშორებულ ადგილას.
ამისთვის აუცილებელია მხოლოდ იქვე, ახლოს, მცირე დამხმარე ლაბორატორიის არსებობა ზუსტი ტექტონიკური გათვლისთვის. მაგალითად, ისეთი მაშტაბისა, როგორიც ეშერას იდუმალებით მოცული ლაბორატორიაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარეობს.
მეცნიერთა აზრით ბუნებრივი (ტექტონიკური) პირობები საქართველოს ტერიტორიაზე მძლავრი (9-10 ბალიანი) მიწისძვრისათვის არ არსებობს, ვინაიდან სომხეთის (1988 წ.) და თურქეთის (1999 წ.) მიწისძვრებმა განმუხტა ბუნებრივი, ტექტონიკური დაძაბულობა მიწის ქერქის კავკასია-მცირე აზიის ნაოჭში. ამიტომ, თუ საქართველოში მიწისძვრა მოხდა – იგი, ხელოვნური იქნება .
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=1292&Ti...e4nW64.facebook პ.ს. ესენი მემგონი ბოლომდე თავის მატორზე ვერ უნდა იყვნენ!!!
Als die Nazis die Kommunisten holten, habe ich geschwiegen, ich war ja kein Kommunist.
Als sie die Juden holten, habe ich nicht protestiert; ich war ja kein Jude.
Als sie mich holten, gab es keinen mehr, der protestieren konnte @Martin Friedrich Gustav Emil Niemöller