მოგესალმებით. თავიდანვე მინდა გითხრათ,რომ ნაკითხი ადამიანი ვარ. წაკითხული მაქვს უთავო მხედარი და რამდენიმე ხალხური ზღაპარი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: შევსებული მაქვს უამრავი ფსიქოლოგიური ტესტი( ''რომელ ცხოველს გავხართ?'' ჟურნალი გზა 1999 წელი 12.04. 34 გვ. ''ხართ თუ არა მარტოსული '' ჟურნალი ბომონდი 1998 წელი 14.05 12 გვ, ''გამოადგებით თუ არა სამშობლოს '' გაზეთი ახალგაზრდა კომუნისტი 1982 წ. 07.10. 17 გვ. )
ამრიგად, დამეთანხმებით, ფსიქოლოგიაში გარკვეული გმოცდილება დამიგროვდა.
ახლა გადავალ უშუალოდ კვლევაზე. ჩემი თვალსაზრისით, პიროვნების გაორება არ არსებობს. როცა ადამიანი კარგავს იდენტობას მასში მაშინათვე წარმოიშვება 10 ზე მეტი იდენტობა, პიროვნება. ეს 10 ზე მეტი პიროვნება, იდენტობა განსხვავებული სიძლიერით(მაგრამ უეჭველად მთელი შემადგენლობით) ახდენენ გავლენას ადამიანის ქცევაზე.
პიროვნების გაორებაზე საუბარი ეს იგივეა ამტკიცო,რომ უზარმაზარი შუშის ქვაფენილზე დანარცხების შემდეგ ის მხოლოდ ორ ნაწილად გატყდა.
მაშასადამე, გაორება უნდა გამოვრიცხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ''პიროვნებაგაორებული'' (იდენტობა აშლილი ) ადამიანი ფოკუსირებულია მის მხოლოდ ორ დომინანტ პიროვნებაზე და სრულიად უყურადღებოდ რჩება სხვა მისი პიროვნებები.
საუბარიც არ ღირს და მებრალება ის პერსონა,რომელსაც პიროვნების გაორებაც (!!!) კი არ სჭირს და მხოლოდ მისი ერთი იდენტობით ცხოვრობს.
მეგობრებო, დადგება დრო და ჩვენ ჩვენს სულერ სამყაროში პარლამენტის სხდომას ჩავატარებთ.
ჩვენში ვიპოვით ასობით იდენტობას და პიროვნებას.
აქმდე ჩვენი დომინანტი პიროვნებების მიერ დაჩაგრულ ჩვენსავე სხვა პიროვნებეს მივცემთ უფლებას დააფიქსირონ თავიანთი აზრი.
გმადლობთ ყურადღებისთვის. ლექციებს გავარძელებ
This post has been edited by ფალკონე on 30 Dec 2012, 03:39