#35084416 · 7 Feb 2013, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ წიწოვნებზე ვერაფერი ვნახე, არადა თითქოს კარგად დავძებნე, ხოდა გადავწყვიტე მოდერატორების რისხვას თუ არ დავიმსახურებ ერთი თემა მეც გავხსნა ფლორა და ფაუნაში. მოკლედ რაშია ეხლა საქმე. აგარაკზე დავრგე 3 ძირი კვიპაროსის 2 წლიანი ნერგი, სადღაც 2 კვირა იქნება, გუშინ ვიყავი ასული და რომ დავხედე თითქოს ბოლოები შეყვითლებული ქონდა ორს და ვერ მივხვდი რისი ბრალი შეიზლება ყოფილიყო, ვიფიქრო ხომ არ მოიყინათქო, ზღვის დონიდან 1100 მეტრია და სააღამოობით ყინვები იცის ხოლმე, არა და ნერგი ვისგანაც ვიყიდე მითხრა რომ კვიპაროსი სიცივის ამტანიაო და არაფერი მოუვაო. რას მირჩევთ შევფუთო თუ არ შევფუთო? ან რამე სპეციალური მოვლა ხომ არ ჭირდება კვიპაროსს?
--------------------
お前達の民主主義がくたばれ。 «Бабе дорога от печи до порога» "Учитель учит, доктор лечит, чиновник людям жизнь калечит"
|