#34639446 · 7 Jan 2013, 23:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუდე და ფედაიების სოციალისტური ნაწილი კი სარგებლობდა საბჭოთა მხარდაჭერით,მაგრამ,მიუხედავად მათი როლის საკმაო მნიშვნელობისა,რევოლუციის უდიდეს ნაწილს მათ კისერზე არ გადაუვლია,თავად ხომეინის რაც შეეხება,ზოგადად,იგი პრო-საბჭოთა განწყობით არ გამოირჩეოდა და ერთგვარ მესამე პოზიციაზე იდგა,თუმცა არსებობს სერიოზული თეორიები,რომ მას,როგორც პრო-ამერიკულ შაჰზე უკეთეს ალტერნატივას ირიბი საბჭოთა მხარდაჭერა ჰქონდა,მაგალითად,ცნობილია,რომ სავაკის უფროსის მოადგილე ჰოსეინ ფარდუსტი კავშირში იყო ხომეინის მომხრეებთან და მათ ინფორმაციას აწვდიდა,ხოლო თავად ფარდუსტს არაერთი რუსი თუ არარუსი მკვლევარი საბჭოთა სპეცსამსახურებთან კავშირში ამხელს და ის საბუთები,რაც მათ ჰქონდათ მოყვანილი,ჩემი აზრით საკმაოდ სარწმუნო ჩანდა,თუმცა,მიუხედავად ფარდუსტის ცხოვრებისა და მისი დამოკიდებულებისა ზოგადად რევოლუციის მიმართ,მისი საბჭოთა აგენტობა,ბოლომდე დადასტურებული არაა.
--------------------
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.
|