მინდა ვისაუბროთ ადამიანის არაცნობიერ სამყაროზე რელიგიური და მითოლოგიური კუთხით. არაცნობიერ სამყაროზე რომელიც მიუხედავად ჩვენი აზროვნებისა, მაინც ბნელით არის მოცული და მისი ამოხსნა შეუძლებელია ჩვენი ზე მდგომი გონებისთვის.
პირველ რიგში მინდა განვსაზღვროთ სად არის არაცნობიერი სამყარო. ეს არის ის ქვედა ფენა, რომელზეც არის აგებული ჩვენი ცნობიერი. მისი ჩაწვდომა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მოქმედებებში, ან ბავშვის მოქმედებებში დავინახოთ მისი აშკარა გამოვლინება; ასევე სიზმრებში და აღგზნების დროს.
არაცნობიერის შემოჭრა ჩვენს ცნობიერებაში ჩვენდა უნებლიეთ ხდება, მას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვერც კი ვხვდებით როდის ვმოქმედებთ მისით და როდის ჩვენით.
არაცნობიერი სამყაროს ყველაზე საინტერესო მაგალითები სიზმრებში ვლინდება და სწორედ ამაზე მინდა გამოვთქვა აზრი რელიგიური კუთხით.
არაცნობიერი ყველა ჩვენთაგანში ერთნაირია, მცირე განსხვავებებით. არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი ყვითელკანიანია, აფრიკელია თუ ინდიელია - ის ყველას ერთი აქვს, ფუძე ყველასი ერთია. ისევე როგორც ჩვენ ყველას გვაქვს ორი თვალი და ორი ყური; ასევე შინაგანი ორგანოები ერთნაირი გვაქვს.
ამას წინ წავიკითხე იუნგის ერთ-ერთი ლექცია, სადაც ის საუბრობს სიზმრებზე და იმ სიმბოლიკებზე, რომლებსაც მისი პაციენტები ხედავდნენ სიზმარში. თავად სიზმარი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ, ერთი პიროვნული, რომელიც გარემოს აღქმის შედეგად გამოვლინდა და მეორე, როგორც ამას იუნგი აყალიბებს, უღრმესი ფენა, კოლექტიური არაცნობიერი - ის რაც ყველა ჩვენთაგანში ერთია. საინტერესო იყო ის მომენტი, რომ მისი პაციენტები იყვნენ პრიპიტივები - აბორიგენი ინდიელები და ზანგები, რომლებსაც გაგონილიც კი არ ქონდათ ბორბლის, ჯვრის და მისთანა რელიგიური, თუ მითოლოგიური სიმბოლიკების შესახებ. ისინი ამას ხედავდნენ სიზმარში და ისეთი მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ეს ბერძნულ თუ სხვა მითოლოგიებში იყო აღწერილი.
ეს ფაქტი იმ კვანძად შეგვიძლია მივიჩნიოთ, სადაც ჩვენ ყველა ადამიანი ფსიქიკურად ვერთიანდებით - სადაც ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ასე რომ არ იყოს, აფრიკელს რატომ დაესიზმრებოდა იგივე, რაც ესიზმრებოდათ ძველ ბერძნებს?! რომლებიც მხოლოდ ძლიერი ინტელექტისა და განვითარების გამო ახერხებდნენ ამის ფურცელზე გადატანას, ან ხალხში ამბის სახით დატოვებას.
ასევე სხვა რელიგიებშიც ცნობილია, რომ ხილვები წმინდა მამებს ქონდათ სიზმარში და ყველაფერს რასაც ხედავდნენ ხდებოდა აქ - სიზმარში, არაცნობიერ სამყაროში. ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, რადგან ფაქტია რაღაც ძალა მოქმედებს ადამიანზე და არ ვიცით კონკრეტულად რა არის ეს ძალა, მხოლოდ ის ვიცით რომ ის მოქმედებს. თითქოს რაღაც სიგნალს გვაძლევს და ვერ ვხსნით კონკრეტულად რას. რა უნდა იყოს ამის მიზეზი თუ მიზანი, რა ფუნქცია აკისრია მას?
საიდან გაჩნდა ადამიანის არაცნობიერში ბორბალი, ან ჯვარი, ცეცხლი და ა.შ. - ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვაჩნია, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ეს სიმბოლიკები დროთა განმავლობაში იცვლება. ის მითოლოგიური სიმბოლიკები რაც ადრე იყო, დღეს ადამიანმა უარყო და შემოიღო ახალი, რატომ? - რატომ აკეთებს ადამიანი ამას, თუ ის არაცნობიერიდან არის და არაცნობიერი ხომ იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ გამონაგონი, რომელიც ადამიანმა ფანტაზიით მოიგონა. ის რაღაც ჭეშმარიტება უნდა იყოს და არა ისეთი რაღაც, რაც ცვლადია.
ცვლილება ხდებოდა შემდგომშიც, როცა წინასწარმეტყველები ქადაგებდნენ, მესიები მოდიოდნენ, ახალი და ახალი ინფორმაცია მოქონდათ ჩვენთან და ასე გვაქვს უამრავი რელიგია, ეს ყველაფერი იმ სიღრმიდან არის, რასაც კოლ. არაცნობიერი ქვია.
საფიქრალია ის, რომ მართალია ყველა განსხვავებულად ასახავას და გადმოსცემს ინფორმაციას, მაგრამ ფუძე ყველასი მსგავსია, ყველა რელიგიისა თუ მითოლოგიის ფუძე ერთია.
თუ ვინმეს რაიმე მოსაზრება, ან ცოდნა გაგაჩნიათ, გთხოვთ
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche