პირველრიგში უნდა ვთქვა ,რომ ეს არ არის პროვოკაციული თემა, ვიღაცის სახელის გასატეხად. უბრალოდ შემთხვევით მოვკარი თვალი ამ ინფოს და რბილად,რომ ვთქვა არ მომეწონა.
რა უნდა დაარქვა ასეთ ქმედებას? მე შემიძლია დავარქვა ბიზნესი , გაცვლა გამოცვლა . რაღაცის სანაცვლოდ ეს დაუჭერს მხარს და მერე ,თანამდებობის მიღების შემთხვევაში ის თანამდებობის პირიც არ დაივიწყებს და აუნაზღაურებს რაღაცით.
აქ მე ქრისტიანობას ოდნავადაც კი ვერ ვხდედავ , ეს არის უბრალოდ ამ სტატუსის - სასულიერო პირის სახარბიელოდ გამოყენება .რადგან მათ ეს წოდება ბევრ რამეში ეხმარება , ისეთ გზას უხსნის რაც ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის შეზღუდულია. ამ ყოველივეს კი იყენებს "ჭკვიანი" ხალხი. .
როდის უნდა მიხვდნენ სასულიერო პირები და მთლიანი ეკლესია ,რომ სასულიერო პირმა არ შეიძლება: იქადაგოს , ხალხს მოუწოდოს ამათუ იმ პარტიის სასარგებლოდ . მითუმეტეს ამათუ იმ პარტიის წევრს თანამდებობის მიღებაში დაეხმაროს.
სირცხვილია ,რომ სასულიერო პირებს ასეთი წვრილმანი დეტალების სწავლა და ახსნა სჭირდებათ. მე მსგავსი რამაც კი არ გამიგია სხვა დენომინაციის სასულიერო პირებისგან . ჩემი აზრით ეს არის ასევე თეოლოგიური განათლების პრობლემა , ანდაც არასწორი გააზრება .