დაინტერესებული პირებისათვის. ჯგუფი "მოხიბვლის ხელოვნება" (Art of Seduction - დახურული კლუბი) ფეისბუქზე.
http://www.facebook.com/groups/460666910679847/ * * *
ჯგუფი წარმოადგენს ქართველი „ფიქაფერების“ (მოხიბვლის ხელოვნების ოსტატებისა და დამწყებების) დახურულ კლუბს. წევრებს შეგიძლიათ თავისუფლად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, შეხედულებები, აღწეროთ წარსული თუ მიმდინარე გამოცდილება „ფიქაფთან“ დაკავშირებით, გაუწიოთ რეკომენდაციები, დაპოსტოთ საინტერესო სტატიები და სხვა მედია-მასალა. შესაძლებელია დროთა განმავლობაში ერთობლივი გასვლითი საველე ივენთებისა და საინტერესო თემატური ღონისძიებების დაგეგმვა და მოწყობა. ამასთანავე ვიტყოდი, რომ ყოველი ახალი წევრის მიღება ჩვენს კლუბში საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა. შესაბამისად, გაწევრიანების კრიტერიუმები არ და ვერ იქნება უბრალოდ ჯგუფის წევრთა დროის სახალისოდ გატარება და ა. შ. რა თქმა უნდა, ზოგისთვის უფრო მისაღები იქნება ალტერნატიული ნიკებით შემოსვლა (რაც დასავლეთში საკმაოდ მიღებული მეთოდია ფიქაფ-არტისტებს შორის). დაბოლოს, თხოვნა მექნება ყველასთან: შეიკავოთ თავი ტროლინგის, ფლუდინგის, შეურაცხყოფებისა და დაპირისპირების მატარებელი კომენტარებისაგან. ჯგუფის შექმნის მიზანია სწავლა, სწავლა და სწავლა და არაფერი სწავლის გარდა. ვინც იცის - შეიარაღებულია! წარმატებებს გისურვებთ ჩვენი კლუბის საქმიანობის ძალისხმევით!