გამარჯობა.
რამდენიმე საათია, რაც ვცდილობ პრობლემის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. თემას თქვენი კომპეტენტურობის იმედად ვხსნი.
ტელეფონზე დაყენებული იყო თავისი სტანდარტული სისტემა - აის სკრიმ სენდვიჩი.
სენსის გამო ვეცადე დამეყენებინა ეს "პრაშივკა": Vipers 1.5.2.
http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=4292332რაღაც S off არ გამიკეთებია. ისე ვცადე დაყენება.
ქლოქ ვორქ მოდ - ით დავაყენე. ყველაგან ვაიპებიც გავაკეთე.
მერე ინსტალაციის დროსაც შემომთავაზა სრული ვაიპის გაკეთება. უარი ვერ ვუთხარი. ახალი წელია მაინც...
ბოლოს ყველაფერი დააინსტალირა.
მომილოცა ეხლა შეგიძლია ახალი სენსის გამოყენება და სიცილის სმაილიკიც ამომიგდო (ალბათ დამცინა).
ბოლოს ტელეფონი გადავტვირთე და მხოლოდ ასეთი გამოსახულება აქვს ეკრანზე:

მეტი არაფერი ხდება. სისტემა არ იტვირთება.
რა უნდა ვქნა?