#34747493 · 15 Jan 2013, 15:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამსახურში შექმნეს ჯგუფი, დაგავალეს რაღაცის გაკეთება 1 კვირაში. ჯგუფის უფროსი ხარ შენ.
ჯგუფში არის ახალგაზრდა, დასავლური განათლებით, რომელიც (ალბათ უკმაყოფილოა რომ ჯგუფის უფროსი ის არაა) დაფიქრების გარეშე იწყებს: ჩვენ უნდა გავაკეთოთ ასე... და მიჰყვა... შენ, რბილად რომ ვთქვათ, სხვა აზრი გაქვს და ხვდები, ზედმეტი დრო იხარჯება არასწორი საკითხების კეთებაზე, ასე თუ წახვალთ შედეგს ვერ დადებთ...
შენ გინდოდა ჯერ სქემა ჩამოყალიბებულიყო რა უნდა გავაკეთოთ, დაიყოს ნაწილებად და განაწილდეს ჯგუფში. რომ ელაპარაკები უბრალოდ გაიგნორებს, არ გისმენს, მთლიანი საქმე რა არის არ დაუნახავს, მიადგა ერთ რაღაცას და ჯგუფის დანარჩენ წევრებს ითრევს თავის ორომტრიალში, ისინი მონუსხული უყურებენ და მარტო "ეთანხმებიან" - ფაქტიურად აცდენს ხალხს.
შენ გაოცებულ/გაოგნებული ხარ მისი უკულტურობა/უდიერობით...
როგორ უნდა მოიქცე ასეთ სიტუაციაში?
--------------------
"ჩემი თავის პატრონი მე ვარო, - თქვა მონამ და ფეხი მოიჭრა"
ჯობია არ გამოთქვა აზრი თემაზე, როცა ასე საფუძვლიანად დეზინფორმირებული ხარ
|