მოგესლამებით სასაცილო საქართველოდან! სასაცილო კი იმდენი დაგვიგროვდა ,რომ სიცილმა თავისი მომხიბვლელობა დაკარგა, რადგან ამ კომიკურ თეატრში ყველა ვმონაწილეობთ. მოცემულ თემაში მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ ერთ სასაცილო გაუგებრობაზე. სასაცილო ისიც ირონიით თორე რა გვაქვს სასაცილო როცა საქმე გვაქვს დანაშაულთან. ეს გახლავთ ახალი კონსიტუცია. მესმის თქვენი რომ თემა დაგვინებულია, რაღა დროს ესაა, თუ წერდი მანამდე დაგეწერა... მაგრამ ჩემი აზრით სწორედ რომ დროულია რადგან მანამდე კონსტიტუციის ცვლილების კომიკურობა არც იგრძნობოდა, ხოლო როცა რეალობად იქცა ეხლა ვიცინოთ რამდენიც გინდათ.
მოგეხსნებათ საქართველოში მოქმედებს ახალი კონსტიტუცია რისი წყალობითაც გვყვავს შეკვეცილი უფლებებით პრეზიდენტი, ხოლო პირველ პირად ადამიანი რომელიც საქართველოს მოსახლეობას არ აურჩევია. პირად ჩემთვის ეს არის დიდი გაუგებრობა და გეტყვით რატომ: საპარლამენტო რესპუბლიკის იდეა ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის ტვინებში დაიბადა და მიზეზი გახლდათ პოსტ სააკაშვილისეული ეპოქის მომზადება. მიშას უნდოდა თუ არა ვ. პუტინის კარტის გათამაშება და პრემიერად მოვლინება ეს ცხადია სპეკულაციაა და ამას ზუსტად ვერასდროს გავიგებთ, მაგრამ დიდი ალბათობით რაღაც მსგავსი კარტების გადანაწილება ქონდათ ჩაფიქრებული. ამ შემთხვევაში საპარლანეტო რესპუბლიკის მოდელი ჩემთვის გასაგები იქნებოდა, ისევე როგორც დანარჩენი მოსახლეობისთვის, რადგან რეალურად არაფერი შეიცვლებოდა. პრემიერი რომელიც მანამდე იყო ვანო მერაბიშვილი გახდებოდა პრეზიდენტი ხოლო პრეზიდენტი გახდებოდა პრემიერი და ასე მოევლინებოდა კვლავ პირველ პირად. ჩვეულებრივი ობივატელისთვის მაინც გასაგები დარჩებოდა ვინაა მისი ლიდერი და ვინ არა, კონსტიტუციურ ნიუანსებაში გარკვევით კი მოგეხსებათ თავს არავინ იწუხებს....
სწორედ ამიტომ შევიტანე თემის სათაურში კითხვა "დანაშაული". დიახ ეს გახლავთ დანაშაული, რადგან კონრეტული ლიდერებს და კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუქტურას მოარგეს ახალი კონსტიტუცია. ეს არის დანაშაული ამაგრამ არ იქნებოდა გაუგებრობა! და მოგახსენებთ რატომ. რამდენიც არ უნდა ვიჩიჩოთ "აღარ გვინდა ბელადები" ამ სენს მაინც ვერ დავეხსნებით, რადგან საქართველო გახლავთ პატრიარქალური ქვეყანა სადაც ნებიმიერი საზოგადოებრივი თუ სოციალური აქტივობისას არის ბელადის სოციალური მოლოდინი: სუფრაზე- თამადა, ქორწილში/ტირილში- თავიკაცი; ოჯახში კაცი ყველაფრის უფროსი და ა.შ. მე არ ვკამათობ იმაზე ეს ცუდია თუ კარგია უბრალოდ ასეთები ვართ და რა ვქნათ...
საპარლამენტო მოდელის კონსტიტუცია ნაციონალების ხელში მაინც უპასუხებდა ხალხთა მასობრივ მოლოდინს -ბელადის ინსტიტუტის არსებობას, რადგან ორივე ლიდერი (სააკაშვილი მერაბიშვილი) ხალხისთვის ნაცნობი იყო და ბელადის სოციალური ფუნქცია დაკმაყოფილებული იქნებოდა.ასევე არ იქნებოდა გაუგებრობა თუკი ივანიშვილი დარჩებოდა პრემიერად, რადგან მისი პოლიტიკური ფიგურა ბელადის ამპლუაში ხალხისთვის ლეგიტიმური იყო. ასე რომ ბაბაია ხალხს სახლში ეყოლებოდათ და პოლიტიკური პროცესი მაინც ქართული კულტურისთვის გასაგები დარჩებოდა
მაგრამ რა ხდება ეხლა?! ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც არსებითად არ ასახავს ქართველთა ისტორიულ, პოლიტიკიურ და სოციალურ კულტურას. საპარლამენტო მოდელი უფრო გამაინშაფტის ტიპის საზოგადოებებისთვისაა გამოსადეგი სადაც კომუნალური თანაცხოვრების და საჯარო საკუთრების კულტურა ხალხისთვის ჰაბიტუალურია.ჩვენს შემთხვევაში კი კონსტიტუცია იწვევს სრულ გაუგეგბრობას:გვყავს ლიდერი რომელიც ავირჩიეთ მაგრამ კაციშვილმა არ იცის რას აკეთებს. ეს ქართველისთვის გაუგებარია რადგან ჩეულებრივ ქართველის ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს გავს არჩეულ თამადას, რომელიც სადღეგრძელოს არ ამბობს. ჩვეული ფრაზა "თქვი რამე თორე გაშრა ყელი!" აყოვნებს, რაგდან მას ყავს მეორე თამადა (რაც ასევე გაუგებარია ქართველისთვის რადგან ორი ბელადი მის ცნობიერებაში ვერ ჯდება), რომელიც რაღაცას კი ფორთხავს მაგრამ მისი სადღეგრძელოებიც ზოგჯერ "სამი ჩ"- ს მსგავს ბანალობებს ვერ ცდება. მაგრამ გაუგებრობა არ მთავრდება რადგან ქართველი უკვე ეკითხება თავის თავს:
__"იქნებ ჩვენი პრეზიდენტი იმიტომ არ ამბობს არაფერს რომ შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს?"
__ " იქნებ ეს უკვე პრემიერის საქმეა და არა პრეზიდენტის?
__ "პრეზინდეტს ნეტა რისი უფლება აქვს საერთოდ?"
მოკლედ კითხვები უამრავია რომელიც ქართველის თავში ტრიალებს და პასუხის გაცემა კი კონსტიტუციის წაკითხვას მოითხოვს, კითხვა კი ქართველებს არ გვიყვარს...
თუმცა არც წაკითხვით ეშველება რამე რადგან სამწუხარო სიახლე ის გალხავთ რომ ლიდერებად მგვევლინა ის პერსონები რომელთაც უბრალოდ არ გააჩნიათ ლიდერობის რეალიზაციის ელემენტარული უნარები.განსაკუთრებით თვალსაჩინოა პრეზინდეტის შემთხვევაში რომელიც მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ტელევიზიით როცა ვინმე დელეგატი ჩამოვა უცხოეთიდან, ეს კი მასპინძლის მოვალეობას ასრულებს, ღარიბაშვილის შემთხვაში ასეთი დრამატული სურათი არ გვაქვს, მაგრამ როგორც ერთს, ისე მეორეს, საზოგადოებასთან კომუნიკაციის მადა არ აქვს, ასე კი დიდ ლიდერად ვერ გადაიქცევი. ასე ვერც სუფრას გაუძვღვები ჩემი კარგო !
რა გამოსავალი გვქვს დღეს?! იმდენად სასაცილო მდგომარეობაა, რომ ამაზე პასუხი შეუძლებალია ვინმეს ქონდეს, რადგან როგორც ერთმა ახალგამოჩეკილმა "ინტელექტუალმა" პარლამენტარმა თქვა "კონსტიტუცია კასტუმი კი არ არის, როცხა გინდა მაშინ გამეიცვალო!", ასე ნაციონალების მიერ ჩადენილი დანაშაულის მძევლები ვხდებით გაურკვეველი ვადით. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია რომელიც ქარველებს არ გვესმის! და მისი შეცვლა კი ახალი ანეკდოტის დასაწყის გულისმობს.
ჯერ გავიხსენოთ რა გახდა საერთოდ კონსტიტუციის ცვლილების მიზეზი: დისკურსულ დონეზე მთავრი არგუმენტი გახლდათ "პრეზიდენტობის თავში ავარდნა", ამის მაგალითებად მოყავდათ შევარნაძის და სააკაშვილის რეჟიმები (ცოტა მოკრძლებულად, მაგრამ ხანდახან ახსნებდნენ ზვიადის მარაზმებსაც). "ჩვენ გვყავდა სამი პრეზიდენტი, რომელიც ვერ გაძღა ძალაუფლებით, ამიტომ საპრეზიდენტო მოდელი ჩვენთვის არ შეიძლება". იმის მაგივრად, რომ საპრეზიდენტო მოდელი დაგვებალანსებინა და გაგვეხადა რაც შეიძლება დემოკრატიული, საერთოდ უარი ვთქვით! მომიტევეთ მაგრამ ეს გავს სულელი ადამიანის გადაწყვეტილებას არ მოიყვანოს ცოლი, რადგან მის სამივე მეზობელს არ გაუმართლა ქორწინებაში.
მოგელამებით სასაცილო საქართველოდან! ქართული სიბრიყვე კიდევ ბევრჯერ გაგვანებივრებს იუმორისტული სკეტჩებით რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ, სამწუხაროა რომ აუდიტორია არ გვაყვს ტაშს მაინც გვაღირსებდა ვინმე.
მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან!მოგესალმებით სასაცილო საქართველოდან! II This post has been edited by mepar on 22 Dec 2013, 20:22