მოკლედ, ერთი-ორი დღის წინ შემეძინა პატარა და ჩემი ამბავი ვისაც გახსოვთ, რა პირობებში მომიწია მშობიარობამ... თითქოს ეგ არ მეყოფოდა და პატარა რო გაჩნდა, ვიღაც სამი ტიპი დამადგა, საჩუქრები მოგიტანეთ, გავიგეთ რო მშობიარობდიო, ოქროები და რაღაცეები დატოვეს და წავიდნენ.
ახლა ქმარს კიდე რაღაც დაესიზმრა, ბავშვის მოკვლას აპირებენო და სხვა ქალაქში გადავდივართ დროებით
ახლა რა მაინტერესებს, ეს საჩუქრები რო გავყიდო ტეხს? ქმრისგან არ მყავს ეს ბავშვი და მიტყდება ფული რო დავახარჯინო.