“თავისუფლების კლუბი” იწყებს მორიგ ზამთრის სკოლას, თემაზე: “დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი”.
კლუბს 2012 წელს, უკვე ჩატარებული აქვს ზამთრის და ზაფხულის სკოლები, რომელშიც მონაწილეობა მიღებული აქვს 150ზე მეტ ადამიანს, მათ შორის უმრავლესობა სტუდენტები არიან. წინა ბანაკების მსგავსად ზამთრის სკოლა 2013–ც თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ტარდება, 18–24 იანვარს. ბანაკის მონაწილეებს ბაზალეთზე ყოფნის დროს, ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ უფრო მეტი ისეთ თემებზე, როგორიცაა:
– დემოკრატია
– პოლიტიკური და პიროვნული თავისუფლება
– რეგულაციები და თავისუფალი ბაზარი
–ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა
– ეკონომიკური თავისუფლება და ეკონომიკური ზრდა
– თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები
– მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO)
– ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO)
– ამერიკის შეერთებული შტატები
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებზეც მონაწილეები არამხოლოდ მოისმენთ საინტერესო ლექციებს, არამედ შესაძლებლობა ექნებათ გამართონ დისკუსია და დებატები საინტერესო ადამიანებთან.
ზამთრის სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემათ სერტიფიკატები.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 იანვარი, 2013.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ივენთი –
http://clubofliberty.org/?p=1501
მიმაგრებული სურათი