ყველამ ვიცით, რომ წმ. ბარბარე დიდი წმინდანია
და მისი ხსენების დღე 17 დეკემბერია

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).
http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/04-barbare.htmმაგრამ უფრო საინტერესი ისაა, რომ წარმართულ საქართველოში იყო ბარბალე -
წარმართული ღვთაება
და საინტერესოა რომ ბარბარობას წარმართულ საქართველოში ასევე დეკემბერში აღნიშნავდნენ და იგი დაკავშირებული იყო მზის კულტთან - ემთხვევა სახელიც!
ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან -
ანუ მრგვალ ფორმასთან
- ანუ ეს მზეს უკავშირდებოდა..
სულ მაინტერესებდა -
რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან...
ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყოსი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.
საინტერესო დამთხვევებია
ქართული წარმართული ღვთაების ბარბალის პატივსაცემად საქართველოში ცხვებოდა ყველიანი და კვერცხიანი კვერები (დაახლოებით ხაჭაპური)
ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ქონდა...
როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა
შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე სენარჩუნებით
თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა
შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო ლობიო
ასე გახდა ლობიანი ბარბარობის აღსანიშნავი აუცილებელი ატრიბუტი. არსად ბარბარობას არ კეთდება ლობიანები საქართველოს გარდა
არსად ბარბარე არ მიიჩნევა ბავშვების მფარველ წმინდანად საქართველოს გარდა
საქმე იმაშია რომ ბარბალი იყო კერიის მფარველი ცეცხლის ღვთაება და ბავშვების მფარველობასაც მას ავედრებდნენ ჩვენი წარმართი წინაპრები