ბიძინა ივანიშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავსსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღებას ულოცავს. როგორც პრემიერის მილოცვაშია აღნიშნული, ამ დღესასწაულებს სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს აღნიშნავს .
"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, გავიზიარო ის დიდი სიხარული, რაც შობისა და ნათლისღების უდიდეს დღესასწაულებზე გვეუფლება. საუკუნეების განმავლობაში ტკივილი და სიხარული ერთი ჰქონდა ჩვენს ხალხებს, ერთად ვუმკლავდებოდით ისტორიის ქარტეხილებს.
საქართველოს ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი საგანძურია, რომელსაც თვალის ჩინივით გაფრთხილება სჭირდება. ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ კულტურული მემკვიდრეობით, რომელიც აქ მცხოვრებმა სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებმა შექმნეს. ჩვენი ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ამ მემკვიდრეობას, როგორც საკაცობრიო კულტურის ნაწილს.
დიდია ჩვენი თანამემამულე სომხების როლი საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით თბილისისა და გორის აღმშენებლობის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში და ამ როლს სათანადო შესწავლა და შეფასება ჯერ კიდევ სჭირდება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დიდ სიხარულს და ბედნიერებასა და წინსვლას ვუსურვებ", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...as-ulocavs.html
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...
მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!
ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი