პირველ რიგში სალამი მეგობრებო, არა მეგობრებო, ამ ფორუმზე დამოკიდებულებო, უბრალო გამვლელო სტუმრებო და შენც, ამას რომ კითხულობ...
ოდესმე ყველანი დავბერდებით, მე ჩემი თავი წარმომიდგენია სადმე წყნარ ადგილას,თუნდაც სოფელში კაჩალკაზე, წინ საინფორმაციო ჩართული, ან კიდე რადიო, რომელიც კლასიკურ მუსიკას აჟღერებს, აუცილებლათ მეყოლება ძაღლი, ერთერთი იდიალური შეგრძნება იმისა რომ "შენსას" გრძნობენ, ეს სწორედ ძაღლია...
ალბათ ვიქნები ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული, საკუთარი შვილის გმირი და შვილიშვილების საყვარელი პაპა, ყოველთვის უნდა შეეძლოთ ჩემ შვილიშვილებს იმის ფიქრი რომ: წამო პაპას ვკითხოთო,რჩევის მიცემა უნდა შემეძლოს ნებისმიერ საკითხზე, ცხოვრებაზე, მეგობრობაზე თუ სიყვარულზე და საერთოდ ისეთი ადგილის დამკვიდრება, რომლის დაკარგვითაც უდიდეს დანაკლისს შეიგრძნობენ და გულწრფელად დავაკლდები ჩემს ახლობლებს...
ეს ყველაფერი კარგი და ძაან რო არ ჩავქნიდროთ თავები, თქვით თქვენი ბებერი თავები როგორები წარმოგიდგენიათ: ქოფაკები, სკლეროზიანები, წუწუნები, Kეთილები თუ უბრალოდ ვიღაც ხიდის ქვეშ მწოლიარე ბომჟები.
იყავი ოპტიმისტი და სამყაროში ხშირად გაუშვი დადებითი სიტყვა/საქციელის "იმპულსები", სამყარო "ბუმერანგია" იმას გიბრუნებს, რასაც ფიქრობ, ამბობ და აკეთებ.