
ტომას ჯონს ვუდვორდი სამხრეთ უელსში, ქალაქ პონტიპრიდში 1940 წლის 7 ივნისს დაიბადა. მამა ნახშირის შახტაში მუშაობდა, დედა კი, დიასახლისობდა და ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. ტომი მუსიკით ადრეული ბავშვობიდან დაინტერესდა. ის საეკლესიო და სასკოლო გუნდში მღეროდა. 16 წლის ასაკში, სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ის დაქორწინდა და საკუთარი ვაჟის აღზრდით დაკავდა. ოჯახის სარჩენად პარალელურად მშენებლად და პილასოსების გამყიდვლადაც მუშაობდა.
საღამოობით ტომი, ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად, კლუბებში მღეროდა და პურის ფულს ასე გამოიმუშავებდა. 1963 წელს, საკუთარ ჯგუფთან „Tommy Scott and the Senators“ ერთად, პირველ წარმატებასაც მიაღწია. ერთ-ერთი გამოსვლის დროს ის გორდონ მილზმა შეამჩნია, რომელიც მისი მენეჯერი გახდა. მათ 1964 წელს კომპანიასთან „Decca Records“ კონტრაქტი გააფორმეს.
პირველი სინგლი წარუმატებელი გამოდგა. მეორე კი - „It’s Not Unusual“, რომელიც მილზმა დაწერა, საერთაშორისო ჰიტად იქცა. ამას მოჰყვა ჰიტები: „What’s New Pussycat“, „Help Yourself“, „Never Fall In Love Again“ და „Without love“.
1969 წელს ტომს ტელეკომპანიამ „ABC“, კონტრაქტი გაუფორმა და საკუთარი გადაცემის წამყვანობა შესთავაზა. ხშირად გადაცემაში მისი სტუმრები იყვნენ: არეტა ფრანკლინი, ელვისი და პრისცილა პრესლები, სტივ უანდერი, ელა ფიცჯერალდი, ჯენის ჯოპლინი, რეი ჩარლზი, ჯო კოკერი და სხვები.
1987 წელს მას მუსიკალურ სპექტაკლში „მატადორი“ მონაწილეობა შესთავაზეს. ამ სპექტაკლიდან სინგლი „A Boy From Nowhere“, დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
1988 წელს ავანგარდულმა ტექნო- პოპ ჯგუფმა „The Art Of Noise“, ტომს თანამშრომლობა და პრინცის სიმღერის „Kiss“ ქავერ-ვერსიის ჩაწერა შესთავაზა. შედეგი კი სენსაციური აღმოჩნდა. სიმღერა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჩარტების ერთპიროვნულილ ლიდერი გახდა.
1992 წელს ტომის ექვსსერიანი ფილმი გამოვიდა, რომელშიც მოწვეულნი იყვნენ - ჯო კოკერი, Erasure, სტივ უანდერი და სხვები. სერიალის პრეზენტაციის შემდეგ, ტომი, სტინგმა და ტრუდი სტაილერმა, კარნეგი-ჰილზე ყოველწლიურ საქველმოქმედო შოუში მიიწვიეს. იმ საღამოს მომღერალი სცენაზე ჯორჯ მაიკლთან, ბრაიან ადამსთან, სტინგთან და ტინა ტერნერთან ერთად გამოვიდა. ალბომი „The Lead And How To Swing It“ ლეიბლთან „Interscope“ ჩაწერა. 1996 წელს ტომმა საშინელებათა ფილმში „თავდასხმა მარსზე“ ითამაშა და წლის ბოლოს, ნიუ-იორკში ცნობილ სოულ-მუსიკოსებთან ერთად ალბომი „Tom Jones & Friends Live“ ჩაწერა.

მომღერალი მეუღლე მელინდასთან ერთად, 38 წელია ბელ ეირში, კალიფორნიაში და სამხრეთ უელსში საკუთარ სახლებში ცხოვრობს. ტომ ჯონსი თავისი განუმეორებელი და სრულყოფილი ხმით მსმენელის გულის დაპყრობას ეხლაც ახერხებს და მომავალშიც გვპირდება, რომ არაერთ ლამაზ სიმღერას აჩუქებს მსმენლს.
დისკოგრაფია:
„Along Came Jones“ – 1965
„A-Tom-Ic Jones“ – 1966
„Delilah“ – 1968
„Help Yourself“ – 1968
„13 Smash Hits“ – 1971
„Young Mexican Puppeteer“ – 1972
„Memories Don`t Leave Like People Do“ – 1975
„Love Is on the Radio“ – 1984
„Move Closer“ – 1988
„Stop Breaking My Heart“ – 1989
„Carrying a Torch“ – 1991
„Tom Jones Sings 24 Great Standards“ – 1992
„Lead And How To Swing With It“ – 1994
„I'm Coming Home“ – 1995
„Reload“ – 1999
„Mr. Jones“ - 2002
ტოპიკი რატო არ იყო აქამდე ამ კაცის
(ყოველშემთხვევაში მე ვერ ვიპოვნე)