პრეზიდენტის პროექტის ფარგლებში გია ნოდიას ორგანიზაცია 800 ათას ლარს განკარგავს
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში გია ნოდიას "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი" 800 ათას ლარს განკარგავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გია ნოდიამ განაცხადა, რომელმაც მედიას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით მისი ორგანიზაციის კონცეფცია გააცნო.
"დღეს სამოქალაქო სექტორი არის ვიწრო და ზედმეტად პროფესიული, მას აკლია საზოგადოებაში გაშლა. ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ იმაზე, რომ მეტი ახალი სახე და ჯგუფი ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ბევრი პატარა და არა ცოტა დიდი გრანტი. ასევე, ჩვენ ორიენტირებას მოვახდენთ ახალგაზრდობაზე. აქედან გამომდინარე, სწორედ მოქალაქეების აქტივიზაციისკენ მიმართული პროექტები იქნება დაფინანსებული. გარდა ამისა, ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ, ძირითადად, ინტერნეტმედიის განვითარებაზე, რადგან ესაა მედიის ყველაზე ინოვაციური, პერსპექტიული და დემოკრატიული სახე და ესაა ის, სადაც მცირე ფინანსური რესურსებით შესაძლებელია შედეგის მიღწევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კავკასიური ინსტიტუტის მისამართი სხვა მედიაორგანიზაციებმა დაივიწყონ", - განაცხადა გია ნოდიამ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/2...gankargavs.html
ცირკია ეს ქვეყანა ცირკიი