
სოციალური სამუშაო ანუ სოციალური მუშაობა ჩემი პროფესიაა და გადავწყვიტე თემა მივუძღვნა მას

ამ პროფესიის ფესვები ძველ ინგლისშია. 1601 წელს ინგლისში დედოფალ ელისაბედის ბრძანებით შექმნეს ღარიბთა კანონი, რომლის მიხედვითაც დაწესდა ფინანსური შემწეობა იმ ადამიანთათვის ვისაც შეზღუდული შესაძლებლობების გამო მუშაობა არ შეეძლო. კანონი ასევე ითვალისწინებდა ღარიბების გამოსასწორებელ დაწესებულებებში მუშაობას, რომლებსაც შეეძლოთ მუშაობა მაგრამ მათხოვრობას ამჯობინებდნენ.
XIX საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ და მსგავსმა სოციალურმა ძვრებმა განაპირობა სოციალური სამუშაოს განვითარება და პროფესიად ჩამოყალიბება. 1930-40 წლების აშშ-ის დიდი დეპრესიის და მეორე მსოფლიო ომის ფონზე სოციალურ მუშაკთა როლი ღარიბთა და უმწეოთა დახმარებაში კიდევ უფრო გაძლიერდა. სოციალური სამუშაოს განვითარებაში და პროფესიად ჩამოყალიბებაში დიდი წვილი მიუძღვის ჯეინ ადამსს და მერი რიჩმონდს.
სოციალური სამუშაო არის პროფესია და სოციალური მეცნიერება, რომელიც ემსახურება სოციალური სამართლიანობას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ინდივიდთა და ჯგუფთა პოტენციალის სრულყოფილ გამოვლენას საზოგადოებაში. იმისთვის, რომ ადამიანებმა მოახერხონ წარმატებით ცხოვრება ისინი უნდა იყვნენ აქტიურები და პროდუქტულები. სოციალური სამუშაოც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ აამაღლოს ადამიანების, ადამიანთა ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების პროდუქტულობა.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა განმარტებით, "სოციალური სამუშაო არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდის, ჯგუფის და თემის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას და მიზნად ისახავს საზოგადოებაში ისეთი პირობების შექმნას, რომელიც მათ თავიანთი პოტენციალის სრული რეალიზაციის საშუალებას მისცემს" (საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, 2006. Georgian Association of Social Workers - GASW).
ეს არის პროფესიული საქმიანობა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ საზოგადოებრივ მეცნიერებებს: სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, სტატისტიკა, ბიოლოგია, პედაგოგიკა, მედიცინა, ფსიქიატრია, პოლიტიკური მეცნიერება, იურისპრუდენცია, ანთროპოლოგია
სოციალური მუშაკები ეხმარებიან:
სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებს და ინდივიდებს
უმუშევრებს
უსახლკაროებს
ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ასევე მოძალადე ქმრებთანაც მუშაობენ
ძალადობისა და უგულვებელყოფის მსხვერპლ ბავშვებს
მეძავებს (კომერციულ სექს მუშაკებს)
შიდსით დაავადებულებს და მათ ოჯახებს
კანონდამრღვევ ინდივიდებს და მათი ოჯახებს
მარტოხელა მშობლებს
ქორწინებაში არმყოფ ფეხმძიმე მოზარდებს
ობლებს, ქუჩის ბავშვებს, გაშვილებულ ბავშვებს, განვითარების
პრობლემების მქონე ბავშვებს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ) და მათი ოჯახებს
ფსიქიკურად დაავადებულებს
ემიგრანტებს და დევნილებს
ეთნიკურ უმცირესობებს
რელიგიურ უმცირესობებს
სექსუალურ უმცირესობებს
ხანდაზმულებს
ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრობლემების მქონე ადამიანებს
გარკვეულის სტრესის ქვეშ მყოფ ან შეგუების პრობლემების მქონე ინდივიდებს
სოციალური სამუშაო სამი მიმართულებით ხორციელდება
1. პრევენცია - მოიცავს სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის სოციალური მომსახურების მიწოდებას, რათა თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. იგი მოიცავს ისეთ პროგრამებსა და მომსახურებას, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, მშობლების განათლება, კონსულტაციები ქორწინებამდე ან პენსიაზე გასვლამდე და ასე შემდეგ.
2. რეაბილიტაცია - ეხმარება იმ ადამიანებს, რომელთა ფუნქციონირება ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების გამო უკვე დაქვეითებულია. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან ძალადობის მსხვერპლი ინდივიდები
3. რემედაცია - არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას გულისხმობს. მაგალითად, ნარკომანიასთან, როგორც ზოგადად პრობლემასთან ბრძოლა და არა მის კონკრეტულ გამოვლინებასთან
სოციალური მუშაკები მუშაობენ შემდეგი მიმართულებებით:
* ინდივიდებთან და ოჯახებთან მუშაობა (ანუ ინდივიდუალური შემთხვევები)
* ჯგუფებთან (ჯგუფური მუშაობა)
* თემებთან (სათემო მობილიზაცია და განვითარება)
* ორგანიზაციებთან (ადმინისტრირება)
საქართველოს სოც. მუშაკთა ოფიციალური საიტი www.gasw.org
This post has been edited by Nikalas on 8 Nov 2012, 15:15