ესეც ლინკი
http://presa.ge/new/?m=society&AID=2018012:58 10.01.2013
"presa.ge"-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას სათაურით - „ფორუმელი“ რუსეთუმე „გრუზინები“ და მათი „ნიკები“ - ფორუმზე გამოხმაურება მოჰყვა.
იქ, საიტს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით გავრცელებული საჯარო ინფორმაციის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მითითებული იყო წყარო.
აღნიშნულია ისიც, რომ იმ "ფორუმელებზე", რომლებიც მოხსენიებულები არიან სტატიაში, ინფორმაცია გავრცელდა "ფეისბუქის" ერთ-ერთ საჯარო გვერდზე, სახელწოდებით - "საქართველოს სახელმწიფოს მტრები".
თუ სტატიაში მოხსენიებული პირები, საჭიროდ ჩათვლიან გამოეხმაურონ "პრესა.ჯი"-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, ჩვენ მათ პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ...
P.S: აღსანიშნავია, რომ "ფორუმ.ჯი"-ზე, ზოგიერთი იუზერი, რომელიც ამავე დროს "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, "პრესა.ჯი"-ს ჟურნალისტებსა და სტატიის ავტორს ღიად ემუქრება.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხოება დაცული იქნება. "ფორუმ.ჯი"-ზე დაფიქსირებული მუქარის შესახებ სპეციალური განცხადებით მივმართავთ საქართველოს შს სამინისტროს, რათა მოხდეს იმ იუზერების იდენტიფიცირება, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ამათზეა ნათქვამი: გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო