გლდანის შაურმის მოყვარულები ფორუმზეც ბევრი ვართ და ისეც, ამიტომ ვიმსახურებთ ერთ თემას ნამდვილად.
მისამართი: ახმეტელის თეატრის პირდაპირ მდებარე ხალხმრავლობა
სამუშაო საათები: დაახლოებით 10:00 - 17:00
ტელეფონი: 593202214
შაურმის ფასები :
სტანდარტი - 5 ლარი
საშუალო - 6,5 ლარი
დიდი - 8,5 ლარი
ლექსი შაურმაზე
ორშაბათს შაურმა შევუკვეთე
შაურმა დაჭრილი ქათმისანი
მისი წიწაკა და პომიდორი
სამშაბათს გამიხდა საფიცარი
ოთხშაბათს გლდანში ჩავირბინე
ვაიმე ბედო უკეთურო
ხორცი აღარ იყო დარჩენილი
ჩვენ ვიკეტებითო უბედურო
მშიერმა გავათენე პარასკევი
მარტო ყავას ვსვამდი შაბათ-კვირე
შიმშილით მოვკვდები-თქო დავასკვენე
ხოდა კვერცხის შეწვა დავაპირე
გათენდა მეორე ორშაბათი
ისევ შემეფეთე, უკუღმართო
ელვამ დამიარა კოჭებამდი
დენი არ არის და ვერ ვტოსტავთო
მე ახლა ცივად შემჭმელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს
მე ვიცი რაცხა ოხერი ვარ
სახლში წავიღებ და შევიცხელებ
წინა თემის ლინკები
გლდანის შაურმა vol.1გლდანის შაურმა vol.2გლდანის შაურმა vol.3ყველას წარმატებას გისურვებთ ამ ახალ თემაში ბევრი რვანახევრიანები აბა

ეს კი ადგილი სადაც ნეტარსახსენებელი გოგიტა და სანუკვარი შაურმა იყიდება
This post has been edited by dzvelo on 10 May 2012, 23:40
მიმაგრებული სურათი