11:16 / 08-01-2013
Today's Zaman - პრემიერ-მინისტრი სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდასა და ქვეყნის რუსეთისკენ წაყვანას ცდილობს
კავკასიაში, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო, საშინაო პოლიტიკაში შექმნილმა დაძაბულობამ, ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზეც იქონია გავლენა. აზერბაიჯანშიც კი, რომელიც თითქოს ამ ქვეყნებს შორის ყველაზე სტაბილურია, ათზე მეტმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მთავრობის წინააღმდეგ ხმის ამოღება შეძლო, ხოლო დისიდენტი პოლიტიკოსები პროცესებზე უპრეცედენტო გავლენას ახდენენ და გარე სამყაროს საკუთარ გზავნილებს ატყობინებენ.
მაგრამ პოლიტიკური კრიზისი საქართველოსა და სომხეთში იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორ და რა სფეროებში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან დემოკრატიული ფასეულობები.
ქართველმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ამას წინათ, 2012 წლის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ გადასცა ძალაუფლება ახალ მთავრობას, ქვეყნის ვესტერნიზაციისთვის ბევრი რეფორმა გაატარა, მაგრამ ამ რეფორმატორმა ლიდერმა მოსახლეობის უკმაყოფილება დაიმსახურა, რადგან ცხოვრების დონე ხელშესახებად არ გაუმჯობესებულა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტი იმით მოიპოვა, რომ არჩევნებში მეზობლებთან გაწონასწორებული ურთიერთობისა და ხალხის კეთილდღეობის პირობა დადო. მას შემდეგ, რაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ივანიშვილი მისდევს ძველი მთავრობის წევრების, სააკაშვილთან დაახლოებული ათობით პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის დაპატიმრების პოლიტიკას, ხოლო საზოგადოება სახელმწიფო აპარატის შემომტკიცების მისეულ ამ მცდელობას მიესალმება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა ხელისუფლებებმა დაგმეს ასეთი ქმედება, როგორც არადემოკრატიული, ისინიც დიდად არ იმაღლებენ ხმას. უფრო მეტიც, ივანიშვილი მალევე შეუდგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა ნორმალიზაციას და, როგორც ჩანს საშუალოვადიან პერსპექტივაში ის ამ მიზანს მიაღწევს.
მას შემდეგ, რაც დიალოგს რუსეთთან მწვანე შუქი აუნთეს და განაცხადეს, რომ მესამე ქვეყნის შუამავლობით შეუძლიათ მოლაპარაკებების დაწყება, პირველი შეხვედრა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან ჟენევაში უკვე შედგა. ამ შეკრებას რუსეთში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის,დიმიტრი კარასინს შორის, რუსეთი მიესალმა და ორივე ქვეყანა იმაზე შეთანხმდა, რომ პირველ რიგში განამტკიცებენ სავაჭრო ურთიერთობებს. რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდება თანდათან და თუ ტენდენცია გაგრძელდება, მათ შეიძლება შეცვალონ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული განწყობები. და მართლაც რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციას ივანიშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. განსხვავებით წინა მთავრობისაგან, მან გამოაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უჭერს მხარს 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა გახსნას აფხაზეთის რკინიგზა. საქართველოს სოჭის ოლიმპიური თამაშების ინიციატივა, ქვეყნისა, რომელმაც აღიარა ჩერქეზების გენოციდი, აფხაზეთის რკინიგზისადმი მისი დამოკიდებულება მხოლოდ სომხეთს ახარებს, მაგრამ აშფოთებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და აფხაზეთს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ საქართველოს განზრახული აქვს რუსეთთან ახლო ურთიერთობის დამყარება რეგიონის სხვა ქვეყნებისა და ადმინისტრაციების განაწყენების ხარჯზე.
რკინიგზა თბილისს სოხუმის გავლით დააკავშირებს რუსეთთან, ხოლო გიუმრის გავლით, სომხეთთან. ამ რკინიგზის ამოქმედება კეთილი ნების ნიშანია – ეს დაეხმარება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გიუმრის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებაში, გააუმჯობესებს ტრანსპორტირებას საქართველოს, რუსეთსა და აფხაზეთს შორის. მაგრამ თავდაპირველად რუსეთმა ამ წინადადებას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა, აფხაზეთი საერთოდ წინააღმდეგი იყო და მას ხაფანგს უწოდებდა, ხოლო აზერბაიჯანმა თბილისს მოუწოდა უფრო პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა საკითხს, რადგან შიშობდა,
რომ სომხეთი ამ რკინიგზის მეშვეობით დახმარების დამატებით წყაროს შეიძენდა. და მართლაც ქართული რკინიგზა უმეტესად სომხეთსა და რუსეთს მოუტანს მოგებას.
საქართველო ვალშია სააკაშვილთან თავისი ევრო-ატლანტიკური ვექტორის გამო. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის მცდელობისა, სააკაშვილის მომხრე ჩინოვნიკების წმენდა მოაწყოს და ქვეყანა რუსეთისკენ წაიყვანოს, სააკაშვილი განაგრძობს პოზიტიური პრო-დასავლური მესიჯების გაგზავნას. ამ კონტექსტში საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის ვიტალური მნიშვნელობისაა და კავკასიის რეგიონზე მთლიანად დიდ გავლენას იქონიებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი ბიძგები, რომლებიც საინტერესო იქნება თურქეთისთვის და შეიძლება გააჩინოს ბზარები გეოპოლიტიკურ ბალანსში.
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/68884-todays...l#ixzz2HYZCfD14ესეც ხო პრესა ჯი არ არის?
This post has been edited by miriani111 on 10 Jan 2013, 10:48
საზოგადოება ვითარდება და ბნელობიდან გამოდის ზუსტად ისეთ პირობებში, როგორიც ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან.
(C) Augusto Pinochet