საქართველოს მოსახლეობის 91% თავს უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობს ღამით გადაადგილებისას იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობს, - ასეთია ამერიკული სოციოლოგიური კომპანია "გელაპის" 2012 წლის კვლევის შედეგები. კვლევის შედეგებით, კითხვაზე: "რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს გვიან ღამით სეირნობისას" უარყოფითი პასუხი საქართველოს მოსახლეობის 8%-მა გასცა.
"გელაპმა" გამოკითხვა მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჩაატარა. 2012 წლის კვლევის შედეგად, მსოფლიოს 31 ქვეყნის მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ გრძნობს საკუთარ ქალაქში ღამით ქუჩაში გამოსვლისას. უსაფრთხოების განცდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყატარელებს აქვთ – 92%.
"გელაპის" კვლევის მიხედვით, ყველაზე ნაკლებდაცულად საკუთარ ქალაქში თავს ვენესუელასა და სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა გრძნობს. ვენესუელელების 74%-ს და სამხრეთ აფრიკელების 73%-ს ღამით ქუჩაში გასვლის ეშინია.
ავტორიტეტული სოციოლოგიური კომპანია "გელაპის" სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, ისეთი ქვეყნები როგორიცაა ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია და სხვა წამყვანი ქვეყნის მაცხოვრებლები საკუთარ ქალაქში თავს საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლებად დაცულად მიიჩნევენ.
კვლევა "გელაპმა" ინტერვიუს ფორმატში ჩაატარა და მასში 15 წელზე ზემოთ ასაკის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა.
http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/23...d-grdznobs.html This post has been edited by datu on 15 May 2013, 13:30