ქუთაისის ცენტრალური მოედანი, რომლის რეაბილტიაცია გასულ წელს განხორციელდა, კვლავ რეაბილიტაციას ითხოვს. მოედანზე არსებული ქვაფენილი დაზიანებული და აყრილია.
მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 მილიონამდე დაჯდა. ხოლო, რეაბილიტირებული ობიექტი ქვეყნის პრეზიდენტმა 2012 წლის ორ მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში გახსნა.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მერიას ობიექტი არ ჩაუბარებია. სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის თქმით, მოედანზე არსებული ხარვეზების შესახებ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისათვის უკვე ცნობილია.
„ჩვენ გავაფრთხილეთ კომპანია, რომ თუ ხარვეზებს არ გამოასწორებენ, მათთან ხელშეკრულებას გავწყვეტთ. თბილისდან ჩამოსული იყო კომპანიის ჯგუფი და უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები,“ – ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.
http://news.ge/ge/news/story/42208-qutaisi...e-filebi-aiyara
მიმაგრებული სურათი