არჩევნებამდე სამეგრელოში ყოფნისას მიშამატყუარამ მოყვა ასეთი ზღაპარი
ერთ ერთ სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და დასავლეთ საქართველოში სადაც ჩამოსულა იძულებით ყველა აქციაზე ვარ ნამყოფი, ერთ ერთი თავისი გამოსვლისას მოყვა, თურმე ომის დროს ის ფოთში ყოფილა(მე ფოთელი ვარ), არადა ვერაფრით ვიხსენებ ეგეთ ფაქტს და ვერც ვერანაირ სიუჟეტს წავაწყდი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეგ არაფერი. ცა დაკეტილი იყოო რუსების მხრიდანო და მე და რამოდენიმე გაბედული ადამიანი
ღრუბელ-ღრუბელ მოვიპარებოდითო ფოთისკენ (ფანტაზიის პიკი)
რომ ჩამოსულა პირდაპირი ჩართვა ქონია (მიშისტებს ვთხოვ თუ არსებობს ეგეთი კადრები დადონ იმიტომ რომ მე ვერაფრით ვიხსენებ ასეთ ფაქტს) რუსები მოდგომილან ფოთის საზღვრებს(მოდგომა რად უნდოდათ ჩემი სახლიდან 100მ-ში იდგნენ 15-20 დღე) ნუ ეგეც ტყუილია მაგრამ არაუშავს, ეს რომ გაუგიათ ორი პოლიციელი წასულა ფოთის შემოსასვლელთან და ღრუსებისთვის უთქვამს ვერ შემოგიშვებთო, იმათაც უთხრეს ჩვენ თქვენ არ გერჩით ჩვენ ერთი კაცი გვინდაო
და ჩვენმა გაბედულმა "ორმა პოლიციელმა" უპასუხეს ის ერთი კაცი მთელი საქართველოა და თუ ჩვენ არ დაგვხოცავ ქალაქში ფეხს ვერ შედგამთო. ღრუსებსაც შეშინებიათ და წასულან
ახლა რატომ დავწერე ამდენი, რაც დავწერე რათქმაუნდა ყველაფერი მიშამატყუარას ზღაპრებია მაგრამ...
დღეს ჩავრთე ტელევიზორი და იგივე ამბავს ყვება და ამ ორი პოლიციელის მაგივრად ეგ ყველაფერი გუნავას "დააბრალა". თურმე გუნდავას მთელი რუსეთის ლაშქარი გაუჩერებია
ახლა კი ერთი შეკითხვა მაქვს
ბატონო პრეზიდენტო შენ ქართველები ####ბი ხომ არ გგონივართ?
მოდერ პირველი თემააა ჩემი და გთხოვ არ დახურო