#34702330 · 12 Jan 2013, 04:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მაქვს კარგი იდეა და მის განსახორციელებლად მჭირდება ვებ პროგრამისტი, ვინც ერკვევა კარგად ვორდპრესის ძრავში და იცის პროგრამირების ძირითადი ენები. უნდა შეეძლოს საჭიროების შემთხვევაში ვორდპრესის ძრავში ახალი ფუნქციების დამატება, პლაგინების და დიზაინის შექნმა..... უნდა იცოდეს საიტის გამართვა სეოს კუთხით....
პროექტი გათვლილია გლობალურ მომხმარებლებზე, ამიტომ სასურველია ინგლისურის საშუალოდ დონეზე ცოდნა. ასევე დამატებითი პლიუსი იქნება თუ კარგად ეცოდინება პარსინგი (სხვა საიტებიდან ინფორმაციის გადმოტანა).
გამოცდილ პროგრამისტს პროექტის პირველი ეტაპის დასასრულებლად დასჭირდება ალბათ 5 დღე, პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ გამოჩნდება ღირს თუ არა დამატებითი რესურსების ჩადება
მომწერეთ მხოლოდ ისეთმა ადამიანმა ვინც ხართ სრულწლოვანი, და გაქვთ საკმარისი თავისუფალი დრო (დღეში მინიმუმ 3-4 საათი) და გამოცდილებაც. პმ-ში თავიდანვე მომწერეთ თქვენს შესახებ ეს ინფორმაცია.
რას გთავაზობთ? დიდი ალბათობით გახდებით მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე. გეგმის მიხედვით ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში მიიღებთ სოლიდურ ანაზღაურებას, თანხას გადაგიხდით ფიქსირებულადაც და მოგებიდან გარკვეულ ნიშნულამდეც. ამის შესახებ დეტალურად დაინტერესების შემთხვევაში შევთანხმდეთ. იდეის არსს რათქმაუნდა აქ არ დავწერ, და არც დეტალებს მივწერ ყველას პმ-ში. გთხოვთ უბრლაო ცნობისმოყვარეებმა თავი შეიკავეთ.
აქვე დავწერ ჩემს შესახებ ორიოდე სიტყვით, ვარ 25 წლის, პროგრამირებაში ცუად ვერკვევი, მაგრამ კარგად ვხვდები რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რისი არა, მაქვს ინტერნეტში გამომუშავების საკმაოდ დიდი გამოცდილება.
|