საწვავის ფასების საპროტესტო აქციების გამართვას ვიწყებთ, დღევანდელ შეხვედრასე აქციის თარიღი და სამოქმედო გეგმა შევიმუშავეთ.
მთავარი აქცია გაიმართება 19 მაისს, 16:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.
მანამდე ყოველ შაბათს მოვაწყობთ საინფორმაციო სახის აქციები მოეწყობა, 21, 28 აპრილს და 5, 12 მაისს.
ყველა აქცია იქნება დაანონსებული და შესაბამისად მედია საშუალებების მიერ გაშუქებული.
საინფორმაციო სახის აქციებზე დასახელებული იქნება მომავალი კვირის სამოქმედო გეგმა, ფლაერების დარიგება, პლაკატების გაკვრა, თუ რაც იქნება და ვისაც სურვილი ექნება გაავრცელებს.
საპროტესტო მსვლელობა იქნება მხოლოდ 19 მაისს რესპუბლიკის მოედნიდან პრეზიდენტის რეზიდენციამდე და რეზიდენციასთან გავმართავთ კრეატიულ საპროტესტო აქციას.
ჩვენი მოთხოვნებია:
შემცირდეს ბენზინზე და დიზელზე ფასები მინიმუმ 40 თეთრით.
გამკაცრდეს საწვავის ხარისხის კონტროლი.
გაკონტროდლეს ჩასხმის სიზუსტე.

მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი ჩვენთან ღირს, ანუ ყველაზე მეტ მოგებაზე საქართველოში არსებული კომპანიები მუშაობენ, ანუ ხალხის ძარცვის ხარჯზე ისქელებენ ჯიბეს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს, რომ ყველაზე დიდი ფასნამატით საქართველოში იყიდება საწვავი.
ევროპაში არსებული მაღალი ფასები, გამოწვეულია იქ არსებული მაღალი აქციზის გადასახადით.

ასევე წარმოგიდგენთ ფასის კალკულაციას, რა უნდა ღირდეს


საქართველოს მოსახლეობა ყოველთვიურად მოიხმარს 60 მილიონ ლიტრ საწვავს, ლიტრიდან უკანონოდ მითვისებული 40 თეთრი არის თვეში ჩვენი ჯიბეებიდან ამოცლილი 24 მილიონი ლარი, წელიწადში 288 მილიონი ლარი. ხოლო საერთო ჯამში საწვავის ბიზნესის ხელში ჩაქდებიდან დღემდე, ანუ 2006 წლიდან მოყოლებული ჩვენხან მითვისებული აქვთ 1 მილიარ 728 მილიონი ლარი, ეს მხოლოდ 40 თეთრიანი უკანონო ფასნამატით და ასევე ზემოგების გარდა, კიდევ ზემოგებას ნახულობენ მსოფლიო ფასთა ცვლილებით, როდესაც გაძვირების შემთხვევაში ფასს ეგრევე ზრდიან, ხოლო რატომღაც შემცირების დროს ანალოგიურს არ აკეთებენ.
ეხლა, ლარი გამყარდა, ნავთობის ფასი შემცირებულია, ასევე პლატციც შემცირდა და განაგრძობს კლებას, ჩვენთან არ აპირებენ გაიაფებას, პირიქით, კიდე გაძვირება აქვთ დაგეგმილი.
მოკლედ, ისედაც რთული სიტუაცია, გალფის შემოსვლის შემდეგ კიდე უფრო გაუარესდა და უკვე ამათ მადას საზღვარი არ უჩანს.
This post has been edited by Gio707 on 17 Apr 2012, 20:31