ბოლო პერიოდში, რასაც ვაკვირდები უამრავი კანონი მიიღეს, თან დიდი ვაი ვუით და ამბებით, მთელი პრ კამპანიები ააგორეს და მიღებისთანავე ტრაკში წავიდა კანონი და არავის გახსენებია.
ასე მაგალითად:
1. კანონი ქუჩაში ნაგვის დაყრაზე - სოციალურ ქსელებში კარგი რეკლამები ჰქონდათ, აქტიურობდნენ თავად სამინისტროს თანამშრომლები. რაც მიიღეს კანონი, რამდენჯერ ვიკითხე რაიმე სტატისტიკა მომეცით დაჯარიმებულების თქო, კაციშვილი ყურს ვერ იბერტყავს. არადა ქალაქი ნაგავს მიაქვს.
2. კანონი ტროტუარებზე მანქანის გაჩერების აკრძალვის - ესეც ჰაერშია, ტროტუარები ოფიციალური პარკინგია და ფეხით ვერ გაივლი.
3. კანონი ხმაურზე საღამო-ღამის საათებში - დღემდე ბახა-ბუხია ყოველღამე, რა უხარიათ არ ვიცი, ეტყობა დოლარის კურსის ყოველ ცვლილებას აღნიშნავენ.
4. კანონი ალკოჰოლის მიღებაზე საზ.თავშეყრის ადგილებში - საერთოდ ბარდაგია, შუა რუსთაველზე ჭაჭას ურახუნებენ და ნუ ლუდის ქილებით სიარული ქუჩაში ჩვეული მოვლენაა.
5. კანონი სიგარეტის მოწევაზე საზ. თავშეყრის ადგილებში - ეს ზუსტად აღარ მახსოვს, კრძალავდა მოწევას, თუ ბარ-რესტორნებს და მსგავს მაიმუნობებს ავალდებულებდა ცალკე ადგილის გაკეთებას არამწეველებისთვის. ნუ ფაქტია, თითო ეულად მყოფი ადგილი მეგულება ესეთი სადაც დაჯდები ბავშვთან ერთად და სიგარეტის სუნით არ იქნება აყროლებული.
შეგიძლიათ თამამად გააგრძელოთ
Fishing, with me, has always been an excuse to drink in the daytime.