საქართველოს მთავრობა:
ალექსი პეტრიაშვილი - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
გიორგი მარგველაშვილი- განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
პაატა ზაქარეიშვილი- მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
დავით ნარმანია-რეგ. განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნოდარ ხადური - ფინანსთა მინისტრი
კოტე სურგულაძე - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში
ლევან ყიფიანი- სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი - ეკონომიკის მინისტრი
კახი კალაძე- ენერგეტიკის მინისტრი
ხათუნა გოგალაძე- გარემოს დაცვის მინისტრი
თეა წულუკიანი- იუსტიციის მინისტრი
ირაკლი ალასანია-თავდაცვის მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი
სოზარ სუბარი-სასჯელაღსრულების მინისტრი
დავით სერგეენკო- ჯანდაცვის მინისტრი
დავით კირვალიძე-სოფლის მეურნეობის მინისტრი
მაია ფანჯიკიძე-საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით დარახველიძე- ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
გურამ ოდიშარია- კულტურის მინისტრი
კახა საკანდელიძე - დასაქმების მინისტრი
რამოდენიმე მინისტრი ვერ მოხვდა პოლლ-ში ტექნიკური მიზეზების გამო . გარდა პოლლ-ის გამოკითხვისა, სადაც მხოლოდ 1 ხმის მიცემის უფლება აქვს იუზერს მინდა აქვე ჩავატაროთ სახელობით გამოკითხვა, რომელსაც ცალკე დავითვლი. მინისტრები შევაფასოთ 1 დან 10 მდე ქულით, არა აქვს მნიშვნელობა რატომ უწერთ, პირადი სიმპატიის, ნაცნობ-ძმაკაცობის, პროფესიონალიზმის თუ რის გამო. საბოლოოდ დავთვლით და ცალ-ცალკე გვექნება სახელობით გამოკითხვაში ფორუმის სიმპატია და პოლლ-ი ვისაც გამოავლენს. მერე მოვიფიქროთ ფორუმის სიმპატიას რა ვუყოთ, რამე გადავცეთ პრიზი თუ გავტისკოთ
მე როგორც ავტორი ავიღებ ჩემს თავზე პირველ დარტყმას და სახელობით გამოკითხვასაც
ალექსი პეტრიაშვილი - 6
გიორგი მარგველაშვილი - 3 საერთოდ ვერ გავიგე ეს ტიპი რას ბოდავს
პაატა ზაქარეიშვილი - 3 ამის გამთლიანებულ საქართველოს ვერ ვხედავ პერსპექტივაში
დავით ნარმანია - 180 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება რაღაცეებზეო, ვნახოთ მომავალში ჩატარებული ხარისხი დონე თუ აიწევს და დაგებულ გზაზე თუ აღარ გადავარტყამ ხოლმე დისკს

ამიტომ დავუწერ 6
ნოდარ ხადური - 5 და არ გავაკეთებ კომენტარს რატო
კოტე სურგულაძე - 4
ლევან ყიფიანი - 3 გაუგებარია ამ ადამიანის ხედვები საერთოდ
გიორგი კვირიკაშვილი - 4 ეკონომიკა არის ყველაზე სუსტი წერტილი და ხერხემალი ქვეყნის, ვერანაერ გეგმას ვერ ვხედავ, თუნდაც სუსტს, თუნდაც რაღაც კითხვის ნიშნები რო დაესმის ისეთს ...
კახი კალაძე- პირადი სიმპატიები ამ ბიჭის მიმართ ბავშვობიდან ყველა ჩვენგანს აქვს, ქვეყნის რეკლამა იყო, ყველაზე დიდი ფეხბურთი ითამაშა ქართველებს შორის, მოკლედ მისი ენერგეტიკის მინისტრობა, ტარიფის დაუთვლელობა და მერე გაუგებრად შემცირება ვერ გავიგე, მხოლოდ პირადი სიმპატიის გამო ვუწერ 7. შევჩენკო არ არის რუსი ფეხბურთელი და ბერლუსკონი პუტინის მეგობრამდე იტალიის პრემიერია (ყოფილი).
ხათუნა გოგალაძე- არ ჩანს შეუგნებელი ადამიანი, თუმცა ხედვა ვერ დავინახე რასაც მოვუსმინე, ამიტომ ჩემი სუბიექტური შეფასებით 5
თეა წულუკიანი- 5 ამ ქალს ვაფასებ მხოლოდ იმით, რომ მედიასთან ურთიერთობს მისი წინამორბედისგან განსხვავებით. დანარჩენი აბსოლუტურად გამიცრუა იმედები!
ირაკლი ალასანია - 8
ირაკლი ღარიბაშვილი - 8 - ეს 2 ირაკლი ყველაზე მეტად მესიმპატიურება ამ მთავრობის შემადგენლობაში. ორივეს მთავარი ნაკლი და ჩემი მხრიდან უკმაყოფილება ისაა, რომ ძველ ვითომ-პროფესიონალ არაპროდუქტიულ და თავის დროზე საკმაოდ ბინძურ ადამიანებს მიეცა გასაქანი, განსაკუთრებით შსს-ში. თუმცა ორივეს ხედვა მომწონს და ცდილობენ ყველა კითხვას გასცენ პასუხი.
სოზარ სუბარი - 7
დავით სერგეენკო - 5 გაუგებარია რას აპირებენ
დავით კირვალიძე - 6 რაღაც ხედვები აქვს, ვნახოთ
მაია ფანჯიკიძე - 3 ! ...
დავით დარახველიძე - 1 ! ეს კაცი არის უვიცი! არ ვიცი მე რას აკეთებს სამინისტროში, უბრალოდ ადამიანი რომ ისე ისაუბრებს ამომრჩევლებთან, როგორც ეს ბოდავდა, იქ უკვე ცხადი ხდება ამ ადამიანის აზროვნების გარშემოწერილობა და უნარი!
გურამ ოდიშარია - წესიერი ადამიანია, ცივილურად მოხდა გადაბარება ყველაფრის, მოკლედ ბევრი ფაქტორების გამო 6
კახა საკანდელიძე - 1, გაუგებარი სამინისტრო
ზედმეტად მკაცრი ვარ ხო?

ვინმე მინისტრი ხო არ გამომრჩა?
კანადელმა მეცნიერებმა სტუდენტი აინშტაინი ვერ დააჯერეს, რომ ლიმონით კიბოს განკურნება შესაძლებელია, რადგან აინშტაინი არ აღიარებდა ზოდიაქოს