როგორც სტატიიდან ჩანს, ჩვენმა პრეზიდენტმა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 28 დეკემბერს ჩათვლით 1544 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა 1359 მსჯავრდებული, სასჯელი შეუმსუბუქდა 156 მსჯარდებულს, ხოლო 29 პატიმარს მსჯავრი მოეხსნა. 1544 მსჯავრდებულიდან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გათავისუფლდა 289, მძიმე დანაშაულისთვის 723, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული - 532 პატიმარი.
პრეზიდენტის შეწყალებულთა სიიდან მოყვანილია მაგალითებიც:
"დანაშაული სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (პედოფილია). გ. ხახაშვილი, დაბ. 1991 წელს. დაბა ნორიოში ჩაიდინა ნივთების ქურდობა. მანვე მცირეწლოვან თ. ზურაბიშვილის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება".
"დანაშაული სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ (მკვლელობა). ი. კეჟრიშვილი, დაბ. 1979 წელს. 2005 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ. ნარიმანიძე".
"დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ (კანონიერი ქურდობა). ე. გურჩიანი, დაბ. 1968 წელს. ქურდული სამყაროს წევრი".
მე მიჩნდება კითხვა, თუ რამდენად შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს და თუ მართლა ასეა აშკარაა, რომ პრეზიდენტი აქტიურად მუშაობს პოლიტიკური მიზნებისათვის ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე.
სრული ვერსიისთვის მიმართეთ წყაროს:
http://www.for.ge/view.php?for_id=20385&f_...+qurduli+gagebahttp://www.for.ge/view.php?for_id=20426&f_...+yarabaxi...%22 * * *
მდა... არავის აინტერესებს ეს საკითხი?
//////////////////////////////////
This post has been edited by lasha_mrisxane on 19 Jan 2013, 00:23