რადიო ”ჰერეთის” ცნობით, საფეხბურთო კლუბ ”ლაგოდეხის”, მთავარი მწვრთნელი 40 წლის ზურაბ ფოფხაძე მდინარე შრომისხევის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა 13 იანვარს მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, ზურაბ ფოფხაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს). თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.
არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა ოჯახში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე ჩაუტარდა.
ზურაბ ფოფხაძე წლების განმავლობაში თბილისის "დინამოს" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას (1998-1999 წლებში) იცავდა. თამაშობდა ლაგოდეხის "ჰერეთში", თელავის "კახეთში", გურჯაანის “ალაზანში", რუსთავის 'მეტალურგში", რუსულ "კრილია სოვეტოვში", “ალანიაში", ნიჟნი ნოვგოროდის "ლოკომოტივში", "მეტალურგ-კუზბასში", ასევე უკრაინულ "კრივბასში".
2009 წლიდან იგი საფებურთო კლუბ “ლაგოდეხს” ხელმძღვანელობდა. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
http://news.ge/ge/news/story/42625-saqartv...rchvali-ipovnes