#34719217 · 13 Jan 2013, 14:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განათლების სამინსიტროს დაქვემდებარებაში არსებლი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ცენტრიდან 300 IT მენეჯერი გაათავისუფლეს. ამის შესახებ News.ge-ს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა აცნობა, რომელმაც ანონიმურ წყაროდ დარჩენა არჩია.
მისი თქმით, პირველი იანვრის შემდეგ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან 300 IT მენეჯერს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზის დაკონკრეტებისგან კი თავი შეიკავეს.
" ჩვენ ვემსახურებოდით სკოლებს. კომპიუტერულად ვუზრუნველყოფდით სკოლის გამოცდებს. ერთწლიანი ხელშეკრულებები გვქონდა, რომელთაც ყოველი წლის დასაწყისში ვანახლებდით. ახლა კი ჩვენთან ხელშეკრულების დადება აღარ მოისურვეს. არ გვეუბნებიან რატომ. ჩვენი უშუალო უფროსებიც გაურკვევლობაში არიან, 300 ადამიანის გათავისუფლების მიზეზი არც მათთვის უთქვამთ", - აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) 2012 წელს შეიქმნა. EMIS-ის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება განათლების სექტორში.
EMIS უზრუნველყოფს ახალი მართვის სისტემებისა და მონაცემთა ბაზების შექმნას და მათ გამართულ მუშაობას. მათ შორის არის მანდატურების საინფორმაციო სისტემა და სკოლების ფინანსური მონიტორინგის სისტემა. ასევე სკოლების საინფორმაციო სისტემა და მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემა.
News.ge ამ დრომდე, უშედეგოდ ცდილობს განათლების სამინისტროში აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას. სამინისტროს პრესსამსახურში აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ და ინფორმაციის დაზუსტებას ორშაბათისათვის დაგვპირდნენ.
|