ნუ ტაკ...
ქვის ხანა – კაცობრიობის განვითარების უძველესი კულტურულ–ისტორიული პერიოდი,როდესაც შრომისა და საბრძოლო იარაღი იქნმნებოდა უმთავრესად ქვისგან. თუმცა,აგრეთვე გამოიყენებოდა ხე და ძვალიც.ქვის ხანის ბოლოს გავრცელება ჰპოვა თიხის ჭურჭლის გამოყენებამ
ქვის ხანა იყოფა სამ ნაწილად :
1) პალეოლითი (ძველი ქვის ხანა)
2) მეზოლითი (შუა ქვის ხანა)
3) ნეოლითი ( ახალი ქვის ხანა)
პალეოლითი
პალეოლითი არის ქვის ხანის ყველაზე ხანგრძლივი და ადრეული პერიოდი.ქვის ხანის დაყოფა პალეოლითად და ნეოლითად ეკუთვნის ინგლისელ არქეოლოგსადა ეთნოგრაფს ჯონ ლებორკს 1865 წელს.
პალეოლითი იყოფა ქვედა,შუა და ზედა პალეოლითად.ყველაზე ხანგრძლივი ხანა ქვედა პალეოლითია. ქვედა პალეოლითის ნასახლარები საქართველოში მრავალგან არის აღმოჩენილი : დმანისში , კაცხში , ლაშებალთაში , ჭიქიანის მთაზე.
პალეოლითი იწყება 2.5 მილიონი წლის წინ ოლდოვაის კულტურით, რომელიც უძველესია დედამიწაზე და მას ჰომო ჰაბილისები (მოხერხებული ადამიანი) შეადგენდა.იგი ჩამოყალიბდა აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში.
შემდეგ არის შუა პალეოლითი რომელიც იწყება 300 ატასი წლის წინ მუსიეს კულტურით,სადაც უკვე არსებობენ ნეანდერტანელი ადამიანები.ამ დროს ჩნდება რელიგიის წარმოდგენები.
საქართველოშ პალეოლითური კულტუის არსებობა დადასტურდა 1914 წელს საკაჟიას მღვიმეში.
1926 წელს პროფესორმა გ.ნიორაძემ აღმოაჩინა და მარალ მეცნიერულ დონეზე შეისწავლა დევის ხვრელის მღვიმე. დღეისთვის საქართველოში პალეოლითის გავრცელების 6 ძირითადი რეგიონი გამოიყოფა:
1) საქართველოს შავი ზღვის ზოლი
2) რიონ–ყვირილის აუზი
3) შიდა ქართლი
4) მდინარე მტკვრის დაბალ მთიანეთი,ისტორიული ქვემო ქართლის ჩათვლით.
5) ჯავახეთის ზეგანი
6) იორ–ალაზნის აუზი.
ჩვენს ტერიტორიაზე 400–ზე მეტი პალეოლითური ძეგლია,მათ შორის 70–ზე მეტი აშელის ხანისაა,200ზე მეტი მუსტიეს.
ამის მერე იწყება მეზოლითური ხანა,რომელიც პალეოლითიდან ნეოლითში გადასვლამდელი ხანა.მისი დასაწყისი ემთხვევა დიდი გამყინვარების უკანასკნელი სტადიის დასასრულს.
საქართველოში უამრავი სამუშაო იარაღია შემონახული რომელიც მეზოლითური ხანით თარიღდება.საქართველოს მეზოლითური ხანის ძეგლებია ეძანი, ზურტაკეთი, საგვარჯილე, ახათი, წონა, კუდარი, შავი მღვიმე, ქვაჭარა, იაშთხვა, ჯამპალი, ცივი მღვიმე და სხვა.
ამის შემდეგ არის ნეოლითური ხანა,ანუ ახალი ქვის ხანა. ამაზე ვრცლად შემიძლია დავწერო მაგრამ უკვე გვიანია და დროშიც შეზღუდული ვარ ამიტომ ნეოლითურ ხანაში გამოვყოფ 4 ძირითად მოვლენას რომელიც მნიშვნელოვანი იყო ადამიანისთვის,თან არც დაგჭრდებათ ეროვნულზე ეს ასე დეტალურად.
1) მოხდა ქვის ხანის იარაღების შექმნის ტექნიკის განვითარება,იარაღებს აპრიალებდნენ და უფრო ბასრს,მოხერხებულს ხდიდნენ.
2) დაიწყო საკვები მცენარეების გაშენება, ცხოვრელთა მოშინაურება ანუ საფუძველი ჩაეყარა მარტივ მიწათმოქმედაბასა და მეცხოველეობას.
3) ამ პერიოდშ ყალიბდება ძირიტადი არქიტექტურული სქემები,ოთხკუთხედი და მრგვალი გადახურული ნაგებობები,ადამიანი ნელ ნელა სცილდება გამოქვაბულს და იწყებს ბინადარ ცხოვრებას.
4) ვლინდება ურთიერთკავშირი წინა აზიის სამიწათმოქმედო კულტურებთან, ე.ი საქართველოს ტერიტორია აქტიურად მონაწილეობდა უძველესი სამყაროს განვითარების პროცესში.
ეს არის სამი ძირითადი პერიოდი ქვის ხანაში,თუმცა არის ენეოლითის ხანაც ანუ იგივე ხარკოლითი,როცა ადამიანი ნელ ნელა იწყებს სპილენძის გამოყენებას.სპილენძ–ქვის ხანას უწოდებენ ამ ეპოქას.
* * *
სწრაფი წერის დროს თუ რაიმე შემეშალა ბოდიშს ვიხდი,კლავიატურაც არ მივარგა