#34753062 · 15 Jan 2013, 22:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კანონი ჭ: რეჟიმის დროს კედლებსაც კი ყურები აქვთ.
თქვენი აზრით, იცოდა თუ არა სააკაშვილმა ის, რაც ქვეყანაში უბედურობები ხდებოდა? ციხეები, უდანაშაულოების დაჭერები, პოლიტპატიმრები, ბიზნესის ტერორი და ა.შ.
ვთქვათ ბოლო ცისფერი ამბები. ვიღაცა შეიძლება აშანტაჟებდა ცისფერებს და სარგებელს ნახულობდა, მაგრამ რატომ აიძულებდნენ მათ შოუებში მიეღოთ მონაწილეობა და მიშა მაგარია ეძახათ? "ქვეყნის ინტერესებიდან" გამომდინარე ხომ არა?
ციხეში რომ ისე სასტიკად აწამებდნენ, შეიძლება ვიღაცას აწყობდა, მაგრამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსაც რომ ასე ექცეოდნენ, ესეც "ქვეყნის ინტერესების" გამო ხომ არ იყო?
ან ბიზნესებს რომ ახევდნენ და წილებს ათმობინებდნენ, რა თქმა უნდა ვიღაცა აქედან გამორჩენას ნახავდა, მაგრამ ძალით რომ აფინანსებინებდნენ სხვადასხვა გასართობებს და აშენებინებდნენ "ქველმოქმედების" გამო, სახელმწიფოს ჩუქნიდნენ "საკუთარი ნებით", ესეც "ქვეყნის ინტერესებიდან" გამომდინარე ხომ არა?
მე რატომღაც მგონია, რომ არჩევნებსაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აყალბებდნენ, ტელევიზიებსაც ჩვენს საკეთილდღეოდ ახევდნენ, "რუსეთუმეებსაც" ქვეყნის განვითარებისთვის იჭერდნენ, მიტინგებზეც ჩვენი სიყვარულით გვირტყამდნენ და საერთოდაც რაც უკუღმართობა ხდებოდა, ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა.
როგორც ასინეთა იტყოდა, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოიბა, რომ არაფერი გამოგრჩეს. ხოდა ყველას უსმენდნენ, ყველას უღებდნენ, ყველას უშვებდნენ, ყველაფერს აკონტროლებდნენ, თუ ვერა და უბრალოდ ართმევდნენ, ჩვენ უკეთესად მივაქცევთო ყურადღებას და რატომ არ იცოდა ეს ყველაფერი სააკაშვილმა?
კანონი ჭ: რეჟიმის დროს კედლებსაც კი ყურები აქვს.
ხოდა გეკითხებით, მართლა არ იცოდა პატივცემულმა პრეზიდენტმა , თუ "ქვეყნის ინტერესების" გამო კეთდებოდა ყველაფერი?
|