საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ფოფხაძე ჩამომხრჩვალი იპოვნეს
საფეხბურთო კლუბ "ლაგოდეხის" მწვრთნელი, 40 წლის ზურაბ ფოფხაძე ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობა ოჯახში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამსხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში უკვე ჩაუტარდა. თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.
გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.
ზურაბ ფოფხაძეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 4 მატჩი ჩაუტარებია - ეს 1998-1999 წლებში. ის თამაშობდა ლაგოდეხის "ჰერეთში", თელავის "კახეთში", გურჯაანის “ალაზანში", რუსთავის 'მეტალურგში", რუსულ "კრილია სოვეტოვში", “ალანიაში", ნიჟნი ნოვგოროდის "ლოკომოტივში", "მეტალურგ-კუზბასში", ასევე უკრაინულ "კრივბასში".
http://worldsport.ge/Read.aspx?news=47845&lang=1http://soccerdatabase.eu/player/41192/
http://photo.qip.ru/users/gorsh/426110/822.../#mainImageLink This post has been edited by mcenare-99 on 14 Jan 2013, 17:41