#34746264 · 15 Jan 2013, 13:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით ყველას... მოკლედ მინდა ჩემი ამბავი მოგიყვეთ და თქვენგან რჩევები მივიღო,რომელიც დამეხმარება მივიდე საბოლოო გადაწყვეტილებამდე... ერთი ბიჭია, რომელიც რეალურად რომ გითხრათ არ ვიცი მიყვარს თუ უბრალოდ მომწონს... სკოლელები ვიყავით და ბავშვობიდან მოყოლებული ახლო მეგობრები... მეგობრობაც და ყველაფერიც მისი ინიციატივით დავიწყეთ... ძალიან კარგი პიროვნებაა, რომელსაც შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში დავეყრდნო, რჩევები და სიმშვიდე მივიღო... როცა მივხვდი,რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტში გადადიოდა დავასტოპე,გავაციე და მერე ერთი წლით გავწყვიტე კიდეც... მაშინ თან შეყვარებული მყავდა და მის გარდა რეალურად არავინ მახსოვდა... მალევე დავშორდით და კარგი პერიოდი ნამდვილად არ მქონია... ყოველთვის ვგრძნობდი რაღაც სიცარიელეს და მეგონა რომ შეყვარებულის გამო იყო ეს ყველაფერი... მერე ერთ დღეს შემთხვევით შემხვდა ეს ჩემი "მეგობარი" და მივხვდი რომ ძალიან მომნატრებია... შეხვედრის დროს არაფერი მიხსენებია,სახლში მისვლის შემდეგ კიი ავიღე მობილური და დავურეკე დიდხანს ვილაპარაკეთ და ბოდიში მოვუხადე ურთიერთობის გაწყვეტის დროს არ მოვექეცი სწორად... და ახლა ისე მომინდა ჩემს გვერდით ყოფილიყო ეგ სიტყვებიც გავიმეტე... მჭირს ჩემს შეცდომებზე ლაპარაკი და განსაკუთრებით სიტყვა ბოდიშის თქმა... კონტაქტი აღვადგინეთ,მაგრამ თავისთავად ძველებური ვერ... სკოლის შემდეგ და ბავშვობის ასაკის შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა,ორივე გავიზარდეთ და მოკლედ შეცვლილები ვართ... რამდენჯერმე მივაკითხე კიდეც, დავურეკე კიდეც, მივწერე კიდეც... და ყოველთვის ჩვენი ნახვა თუ ლაპარაკი გადაკვირითი და მინიშნებით ლაპარაკით იწყება და მთავრდება... ის ჩემგან რაღაცის თქმას თუ გაკეთებას ელის,მე კი ამას გავურბივარ... საყვედურები და წაკინკლავებებიც მოგვდის... იმის გამო,რომ ახლა მე ვიჩენ მის მიმართ ყურადღებას და ის მხოლოდ ჩემგან ელოდება ან იქნებ არ ელოდება... არ ვიცი მისგანაც რატომ ველოდები რამეს, მე ხომ ძალიან ვაწყენინე და არ მოვექეცი სწორად... ახლა არ ვიცი ან მისგან რა მინდა,ან ჩემს თავს რა უნდა მოვთხოვო ან ურთიერთობა როგორ წავიყვანო... არც შეხვედრები გვიწევს ისე,რომ რაღაც აეწყოს... მაფერხებს,რომ იქნებ ახლა მას აღარ უნდოდეს,ან ისევ იმედი გამიცრუვდეს ამჯერად მისგან,კომპლექსიც მაქვს,შიშიც და დაბნეულიც ვარ... არც ისე მინდა დავაჩქარო და რამე ნავიჯი გადავდგა... გავუცხოვდით, მაინტერესებს ორივეს რა ინტერესები გვაქვს... ამას კი ხშირი ურთიერთბა სჭრიდება... მასაც ვატყობ,რომ აქვს რაღაცის შიში... მოკლედ იმედია მიხვდით ყველაფერს და ასე თუ ისე გაგარკვიეთ სიტუაციაში... ახლა იქნებ მირჩოთ და დამეხმაროთ რამით...
|