სევდიანი ისტორია, რომელიც რეალურად მოხდა იაპონიაში, დღემდე აღრფთოვანებაში ჰყავს მთელი მსოფლიო. ყველაფერი დაიწყო 1924 წელს . ჰიდესაბურო უენოს, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს სახლში ჰყავდა 8 ძაღლი, მათ შორის ყველაზე პატარა ლეკვს სახელად დაარქვა ჰაჩი, რაც იაპონურ ენაზე ითარგმნება როგორც მერვე. ყოველ დილით ჰაჩიკო თავის პატრონს აცილებდა სამსახურში ხოლო, საღამოს ხვდებოდა სიბუიას – მატარებლის სადგურზე.
1925 წელს ჩვეულებრივ ჰაჩიკომ გააცილა პატრონი უნივერსიტეტში, მაგრამ საღამოს უენო აღარ გამოჩნდა . ძაღლი კი ელოდა , როგორც გაირკვა უენო გარდაიცვალა გულის ინფაქტით. ჰაჩიკო გააჩუქეს უენოს მეგობარ კობიაშიზე, მაგრამ ის მაინც მიდიოდა თავის ძველ სახლში. ძაღლი ხვდებოდა რომ მისი პატრონი აღარ ცხოვრობდა იქ, ამიტომ გადაწყვიტა მოეძებნა სიბუიას – სადგურზე, სადაც ბოლოს ნახა და გააცილა. ყოველ საღამოს, მატარებლის ჩამოდგომის დროს ის გულმოუთმენლად ელოდა უენოს დაბრუნებას, ამ ყველაფერმა მიიქცია მგზავრების ყურადღება, ზოგიერთ მათგანს ადრეც ენახათ ძაღლი და მისი პატრონი ერთად, ძაღლისთვის საკვებიც მოჰქონდათ. ასე გაგრძელდა 9 წელი, ჰაჩიკო სადგურზე მიდიოდა ზუსტად მატარებლის მოსვლის დროს და ელოდებოდა მის პატრონს.
1932 წელს ერთხელაც ის შეამჩნია უენოს ყოფილმა სტუდენტმა და გაჰყვა სახლში, სწორედ კობაიაშის სახლში, უენოს სტუდენტმა გაარკვია ძაღლის ისტორია და გადაწყვიტა გამოეცა რამოდენიმე სტატია ჰაჩიკოს და მისი გარდაცვლილი პატრონის ისტორიის შესახებ. სტატისს გამოსვლის შემდეგ ძაღლი მთელი იაპონიის ყურადღების ცენტრში მოექცა ჰაჩიკო გადაიქცა ეროვნულ სენსაციად. ის იქცა ერთგულების სიმბოლოდ იაპონიაში. მასწავლებლები და მშობლები ჰაჩიკოს მაგალითს აძლევდნენ ბავშვებს. ცნობილმა იაპონელმა მოქანდაკემ 1934 წელს შექმნა ჰაჩიკოს ქანდაკება, რომელიც დაიდგა სიბუიას სადგურზე, ქანდაკების დადგმიდან სულ რამოდენიმე თვეში ჰაჩიკო გარდაიცვალა.

მე 2 მსოფლიო ომის დროს ქანდაკება დაზიანდა, მაგრამ 1948 წელს მისი აღდგენა ითავა ტაკეში ანდომ რომელიც პირველი ქანდაკების ავტორის შვილი იყო. ახალი ქანდაკება აღდგენილ იქნა 1948 წლის აგვისტოს თვეში და დღემდე დგას სადგურის ტერიტორიაზე. ეს იყო ტურისტებისთვის და მთლიანად იაპონელებისთვის საყვარელი ადგილი. 1987 წელს იაპონიაში გადაიღს ფილმი Hachiko Monogatari (ჰაჩიკოს თავგადასავალი), ფილმი გახდა პოპულარული არამარტო იაპონიაში არამედ მთელ მსოფლიოში. 2009 წელს კი ჰოლივუდმაც მიუძღვნა ბიოგრაფიული ფილმი ძაღლს, რომელიც მთელი ცხოვრება პატრონის ერთგული იყო (Hachiko - A Dog's Story). ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ეს ფილი ნანახი, აუცილებლად ნახეთ...
რამოდენიმე თვის წინ კი მსოფლიო შეძრა ძაღლის მიერ ჩადენილმა გმირობამ:"ტყეში გზააბნეულ 3 წლის ბავშვს ძაღლი საკუთარი სხეულით ათბობდა" რამდენიმე დღეა, პოლონური მედია ერთი ჩვეულებრივი ძაღლის მიერ ჩადენილ გმირობაზე წერს, რომელმაც თავისი სამი წლის პატრონი სიკვდილისგან იხსნა. ძაღლმა, რომელიც არც გარეგნობითაა გამორჩეული და არც ჯიშით (მის მსგავსთ სულაც „უჯიშოებს“ უწოდებენ), არამარტო სოფელ კაროლინუვში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველა აალაპარაკა.
შემთხვევა პატარა პოლონურ სოფელთან მოხდა. უფროსების არყოფნის დროს პატარას გასეირნება მოუნდა და ბილიკს დაადგა. მას ძაღლიც აედევნა. ტყეში შესულ პატარას გზა აებნა. რამდენიმე საათის შემდეგ ბავშვს უკვე ეძებდნენ პოლიციელები, მეტყევეები, ადგილობრივი მამაკაცები და მეხანძრეებიც კი.
ყნოსვით ბავშვის კვალის მიგნება საუკეთესო მეძებარმა ძაღლებმა სცადეს, ტყის თავზე ვერტმფრენი ტრიალებდა, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო – ბავშვი არსად ჩანდა. მხოლოდ მეორე დღეს, საძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ყურადღება მიაქცია ძაღლის წკავწკავს, რომელიც სუსტად, მაგრამ მაინც ისმოდა ტყის სიღრმიდან.
სწორედ იქ, სოფლიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, მაშველებმა იპოვეს ძალაგამოცლილი ბავშვი, რომელსაც შიმშილისგან არანაკლებ არაქათგამოცლილი ძაღლი არ შორდებოდა და საკუთარი სხეულით ათბობდა.
ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მისი სხეული გადაციებული იყო. ექიმებმა ცალსახად დაასკვნეს, რომ შემოდგომის ცივი ღამე პატარა დავითისთვის უთუოდ ბოლო აღმოჩნდებოდა, რომ არა მისი ოთხფეხა მეგობარი.
ამჟამად ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძაღლის ერთგულების შესახებ კი ჟურნალისტების მეშვეობით მთელმა ქვეყანამ შეიტყო. ახლა მიშეკი ეროვნული გმირის სადარ პატივშია: ქვეყნის სხავადასხვა ნაწილიდან მისი მისამართით ყოველდღე იგზავნება სასუსნავი და ძაღლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გემრიელი საკვები.
ახლა კი ჩვენი უსაყვარლესი ჰასკების შესახებ
შეფერილობა: აბსოლიტურად ყველა ფერის
სიმაღლე (მინდაოში): ხვადი: 53-60 სმ. ძუ:50-56 სმ.
წონა: ხვადი:20-28 კგ. ძუ: 15-23 კგ.
თვალების ფერი: ცისფერი, ყავისფერი, ან ერთი ცისფერი - მეორე ყავისფერი.
წარმომავლობა:
• FCI-ს მიხედვით - აშშ
• ფაქტიური - რუსეთი
სტანდარტის ნომერი 270 (FCI-Standard N° 270/ 24. 01. 2000 / GB)
დადებითი თვისებები:
• კეთილგანწყობილი;
• მეგობრული;
• ბავშვების მოყვარულ
• მუდამ ხალისიანი
• პატრონის ერთგული
თავისებურებები:
• ესაჭიროება სისტემატიური ხანგრძლივი სეირნობა (სასურველია ბუნებაში)
• სჭირდება დიდი საცხოვრებელი ტერიტორია
• არ გამოირჩევა ოჯახის დაცვის უნარიანობით

ციმბირული ჰასკი არის ერთერთი უძველესი სახეობა ძაღლებს შორის. ის გამოყვანილია როგორც მარხილის ძაღლი (მუშა ძაღლი), თუმცა სხვა ფუნქციებსაც ითავსებს ჩინებულად. დღევანდელ ცხოვრებაში ჰასკი გახდა ადამიანის კომპანიონი, შოუების ხშირი სტუმარი და ძალიან კარგი მსახიობი.
სახეობის ისტორია ჰასკის აღწერილობა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახეობა პირველად გამოჩნდნენ ჩუქჩებთან. იყო დრო როცა საჭირო გახდა სანადირო ტერიტორიების გაფართოება, რისთვისაც საჭირო იყო ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა სწრაფად გადაადგილება დიდ მანძილზე და მსუბუქი ტვირთის გადატანა სანადირო ტერიტორიიდან დასახლებულ პუნქტამდე, და პირიქით. მარხილში შებმული იყო 15-17 ძაღლი და გადაჰქონდათ ტვირთი. ჰასკები ცხოვრობდნენ ჩუქჩების ქოხებში, ამიტომ ისინი გამოყვანეს როგორც მაქსიმალურად არააგრესიული ძაღლი, რომელსაც შეეძლებოდა პატარა ბავშვებთან ურთიერთობა
XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირში შედგენილი იქნა ჩრდილოეთის ძაღლების საერთო რეესტრი, რატომღაც ციმბირული ჰასკი ვერ მოხვდა ამ რეესტრში (რუსების დიდი მინუსი), მიზეზი დასახელდა ის რომ, ჰასკები არ იყვნენ ძალიან დიდები და ეფექტურები მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. ეს და კიდევ რამოდენიმე მიზეზი გახდა საბაბი იმისა რომ უკვე 1940 წლისთვის ჰასკებმა ფაქტიურად შეწყვიტეს არსებობა საბჭოთა კავშირში. სახეობა შენარჩუნებული იქნა მხოლოდ აშშ-ში (ალიასკაზე), რაც არის მარხილებით რბოლების დიდი დამსახურება. 1908 წლიდან დღემდე ყოველწლიურად ტარდება ასეთი რბოლები, სადაც მთავარი გმირები არიან სწორედ ციმბირული ჰასკები. სწორედ ჰასკებს აღმოაჩნდათ ტალანტი ამ რბოლებისთვის, ისინი ფლობდნენ საუკეთესო სარბოლო სისწრაფეს, ამიტომ ისინი ხშირად ჩამოყავდათ ალიასკაში, შეჯიბრებისთვის და მომავალში გამრავლების მიზნით.
ისტორიამ შემოგვინახა იმ ადამიანის სახელები, რომლებმაც გადაგვირჩინეს ეს სახეობა გაქრობისაგან. ესენი იყვნენ: უკრაინელი ვაჭარი
უილიამ ჰუსაკი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1909 წელს), შოტლანდიელი ოქროსმაძიებელი
ფოქს მაულ რეიმსი (მონაწილეობას იღებდა ალიასკურ რბოლაში 1911 წელს), ბეწვეულით მოვაჭრე
ოლაფ სვენსონი, (რომელსაც კარგად ჰქონდა შესწავლილი ჰასკების მოვლა-გამრავლება 1930-იანი წლების ბოლოს), და რაღათქმაუნდა ნორვეგიელი მრბოლელი
ლეონარდ სეპალა.
ლეონარდ სეპალა ჩამოვიდა ალიასკაში 1901 წელს, 1915 წლამდე ის მუდმივად იგებდა სხვადასხვა რბოლებს თავის ძაღლებით, რომლებიც ჩამოყვანილი ყავდა ციმბირიდან. სეპალა შერაცხული იქნა ყველაზე სწრაფ მრბოლელად, ის ზედიზედ იგებდა ყველა რბოლას.
სწორედ სეპალა გახდა „მოწყალეობის დიდი რბოლის“ უმთავრესი ფიგურა 1925 წლის ზამთარში, როდესაც ქალაქი
ნომი მოიცვა დიფტერიის საშინელმა ეპიდემიამ. რომლის სამიზნეც პატარა ბავშვები შეიქმნენ. სასწრაფოდ საჭირო გახდა ვაქცინის (მედიკამენტების) ჩამოტანა უახლესი რკინიგზის სადგურიდან ქალაქ ნომამდე. უამნიდობის გამო თვითმფრინავების აფრენა შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყდა წამალი ძაღლების მარხილით მიეწოდებინათ ქალაქისთვის. სეპალამ, ძაღლებთან ერთად გაიარა ყველაზე რთული გზა ნორტონის ყურეში, ხოლო მისმა ლიდერმა ჰასკმა (ვოჟაკმა) სახელად
ტოგომ, თავი გამოიჩინა ყველაზე მეტად, შეუფასებელი დახმარება გაუწია თავის პატრონს. მან დიდი სიმამაცე გამოავლინა და რამდენჯერმე იხსნა მარხილი დაღუპვისაგან.
1925 წლის იანვარში ალიასკის ქალაქი ნომი ფაქტიურად მოწყდა დანარჩენ სამყაროს. ტელეგრაფით გადაიცა შეტყობინება: „ნომი იძახებს... ნომი იძახებს... დიფტერიის ეპიდემია გვაქვს... არ გვაქვს ვაქცინა... სასწრაფოდ გვესაჭიროება დახმარება... ნომი იძახებს...“. არქტიკული შტორმი არ იძლეოდა თვითმფრინავის აფრენის საშუალებას, რომელიც იმყოფებოდა სიეტლში, რომ გადაეფრინათ მედიკამენტრები. სწორედ ამ ქალაქში იყო ვაქცინის მარაგი. წამლის ნაწილი გაგზავნილი იქნა მატარებლით ქალაქ ანკორიჯიდან ქალაქ ნენანამდე, სადაც მთავრდებოდა რკინიგზა. დანარჩენი გზის გავლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მარხილით, ამიტომ შეიკრიბა 20 საუკეთესო მრბოლელი და დაახლოებით 150 უსწრაფესი ძაღლი, რომლებმაც მოაწყვეს რბოლა პატარების სიცოცხლის გადასარჩენად. მათ უნდა გაეარათ გზა ნომიდან ნენანამდე და შემდეგ დაბრუნებულიყვნენ უკან ვაქცინასთან ერთად. გასავლელი მანძილი იყო 674 მილი (1085 კმ). სხვა მრბოლელებთან ერთად ლეონარდ სეპალაც თავის მარხილით, გაიჭრა წამლის ჩამოსატანად. მან მოახერხა პირველი მისულიყო დანიშნულების ადგილამდე, მოატრიალა მარხილი და გამობრუნდა უკან ვაქცინასთან ერთად. ტემპერატურა მინუს 30 გრადუსი იყო. დროის მოგების მიზნით ლეონარდმა გარისკა და აირჩია მოკლე გზა ნორტონის ყურეზე, ყინულზე. 80 კმ ძაღლებმა გაირბინეს ღამე, საშინელ ქარბუქში. ყინული იბზარებოდა მარხილის ქვემოთ, ძაღლების ფეხქვეშ. იყო საშიშროება იმისა რომ ყინული ჩამტვრეულიყო, ან მოწყვეტილიყო ნაპირს და გაეტანა ზღვაში. სწორედ ასეც მოხდა, ყინულის დიდი ნაწილი, სადაც ლეონარდი და თავის ძაღლების გუნდი მოძრაობდნენ, მოწყდა ნაპირს და დაახლოებით რამოდენიმე საათის განმავლობაში ზღვაში ტივტივებდა, საბედნიეროდ, ღმერთმა არ გაწირა არც უპრიაჟკა და არც ეპიდემიით დაავადებული ბავშვები, და ყინული ნაპირისკენ გარიყა. ამის შემდეგ კიდევ ერთი საფრთხე შეექმნა ვაქცინას, მარხილი წყალში გადავარდა, თუმცა აქაც ივაშკაცეს ძაღლებმა და მარხილი წამლებთან ერთად უვნებლად ამოათრიეს. ტოგო ყინულივით წყალში გადახტა და იქედან ეშველებოდა სეპალას რომ მარხილი წყლიდან ამოიეტანათ. 3 საათის მერე როგორც იქნა, მოახერხეს გაყინული ტერიტორიიდან გაღწევა. ჩრდილოეთ სანაპიროზე ლეონადრმა გააჩერა უპრიაჟკა, ცეცხლი დაანთო, ძაღლები გამოკვება და თავშესაფარში შეიყვანა, ხოლო წამლები კი ცეცლთან ახლოს დადო რომ არ გაყინულიყო. მას იმედი ქონდა რომ რამოდენიმე საათში ქარიშხალი ჩადგებოდა. დილით ადრე ტემპერატურა კვლავ მინუს 30 გრადუსი იყო, ხოლო ქარიშხალი კი უფრო ძლიერდებოდა, თუმცა სეპალამ მაინც გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაჯდომოდა, წამალი მიეტანა ქალაქამდე, და სვლა განაგრძო საშინელ პირობებში. როცა მათ მიაღწიეს გოლოვინს, ძაღლებს ძალა გამოელიათ, ტოგო გაყინული იყო და აღარ შეეძლო მეტი სირბილი. მან ფეხები დაკარგა. ეს იყო ვაჟკაცი ძაღლის ბოლო გარბენა, რბოლის დროს ის უკვე 10 წლის იყო. თუმცა ვაქცინა უკვე ახლოს იყო ქალაქამდე, დარჩენილი იყო 78 მილი. სეპალამ თავის ძაღლებთან ერთად ფაქტიურად შეუსვენებლად გაიარა 260 მილი.
ხოლო დარჩენილ მანძილზე კი ვაქცინა ატარა
გუნარ კაასის მარხილმა, რომელსაც წინ მიუძღვოდა ციმბირული ჰასკი, ახალგაზრდა ვოჟაკი სახელად -
ბოლთო. მან მოახერხა რომ არ აცდენოდა კურსს საშინელ ქარიშხალში და მიიტანა წამალი ქალაქამდე. ვაქცინა გაყინული იყო, თუმცა ვარგისიანი, და მაშინვე დაიწყეს მისი გამოყენება. 5 დღის შემდეგ ეპიდემია სრულიად შეაჩერეს და ქალაქი გადაარჩინეს უბედურებისაგან.
რა თქმა უნდა ბოლთო და დანარჩენი ძაღლები ა.შ.შ.-ს გმირებად აღიარეს და ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში დაუდგეს ძეგლი წარწერით „
გამძლეობა, ერთგულება, საზრიანობა“. ბოლთო გახდა ნამდვილი ვარსკვლავი, მასზე 30 წუთიანი ფილმიც კი გადაიღეს ჰოლივუდში „
Balto's Race to Nome“, თუმცა დიდება მალევე დაიკარგა, დამსახურებები დაივიწყეს და ბოლთო თავის გუნდთან ერთად 1927 წელს გაყიდეს. თუმცა კლივლენდელმა ბიზნესმენმა ლოს ანჯელესში შეამჩნია ბოლთო თავის გუნდთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი, მისი მოთხოვნით, კლივლენდის მაცხოვრებლებმა მოახერხეს შეეგროვებინათ 2000$ და ბოლთო თავის გუნდთან ერთად გამოისყიდეს და კლივლენდის ზოოპარკში მიიყვანეს, სადაც კარგად უვლიდნენ და პატივს ცემდნენ როგორც გმირს.

ბოლთო (
Balto) - ციმბირული ჰასკი, მარხილის ძაღლი, დაიბადა 1919 წელს ალიასკის ქალაქ ნომში. იგი იყო ძალიან ჭკვიანი და პატრონის ერთქული ძაღლი. ცხოვრების ბოლო წლები კლივლენდის ზოოპარკში გაატარა, ოჰაიოს შტატში. გარდაიცვალა 1933 წლის 14 მარტს.
ალიასკის სკოლებში დღესაც ასწავლიან ბოლთოს ისტორიას, ხოლო 1973 წლამდე, ყოველწლიურად ტარდებოდა მარხილში შებმული ძაღლების შეჯიბრი, რომელიც ზუსტად იმ მარშრუტს მოიცავდა, რომელიც ბოლთოს და დანარჩენი ძაღლების მიერ იყო გავლილი.
ჩრდილოეთში მარხილი გახდა ტრანსპორტირების ერთერთი საშუალება, ხოლო ის რბოლა კი გაშუქებული იქნა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჟურნალისტების მიერ.
ციმბირული ჰასკების ახალი ეტაპი დაიწყო მას შემდეგ როდესაც ცისფერთვალება შავ-თეთრი შეფერილობის ჰასკი პირველად გაიყვანეს გამოფენაზე, და სწორედ ეს ჰასკი გახდა ამ გამოფენის გამარჯვებყლი. ამ გამარჯვების შემდეგ ციმბირულ ჰასკის გამოუჩნდა ახალი მიმართულება, ისინი ხშირი სტუმრები იყვნენ სილამაზის კონკურსების (გამოფენების), და რათქმაუნდა იგებდნენ ამ კონკურსებს. 1970 წლიდან, ამ სახეობის კეთლილი ხასიათიდან გამომდინარე დაიწყო კიდევ ერთი ეტაპი, ჰასკი გახდა ადამიანის ერთერთი საუკეთესო კომპანიონი, სახლის პირობებშიც კი.
საბჭოთა კავშირიში გამქრალი ჰასკების შემდეგ, რუსეთში ჰასკი კვლავ გამოჩნდა 90-იან წლებში. პირველმა რუსულმა ძაღლსაშენმა «
Акулова гора»-მ 1995 წელს ჩამოიყვანა ჰასკები ბელგიიდან და ჩეხეთიდან. 1997 წელს რუსეთის ძაღლების გამოფენაზე კი უკვე 14 ჰასკი მონაწილეობდა. ხოლო 2000 წელს РКФ-ს უკვე დარეგისტრირებული ყავდა 139 ჰასკის ლეკვი.
ამ სახეობის ძაღლები არიან ძალიან მეგობრულები, პატრონის ერთგულები, ბავშვების მშვენიერი მეგობრები. ამიტომ ისინი აგრძელებენ გავრცელებას მთელ მსოფლიოში. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი წინაპრები იყვნენ მუშა ძაღლები და ამ სახეობის გადაქცება სავარძლის ძაღლად არ არის რეკომენდირებული. მათ ესაჭიროებათ საკმაოდ ხანგრძლივი სეირნობა და სირბილი, მინიმუმ დილა-საღამოს მაინც.
ციმბირული ჰასკები შეგვიძლია დავყოთ 3 ჯგუფად: მუშა, სარბოლო და გამოფენის.
ყველაზე იშვიათი დღესდღეობით არის
მუშა ჯგუფის ჰასკები, საიდანაც დაიწყო სწორედ ამ ჯიშის პოპულიზაცია. დღევანდელ პირობებში ჰასკის ფაქტიურად არ გამოიყენებენ როგორც ტვირთის გადამზიდი ძაღლი, და როგორც მონადირე ძაღლი.
სარბოლო ჯგუფის ჰასკები - ესენი არიან სპორტისთვის დაბადებულნი, გამოირჩევიან სისწრაფით, ამტანობით. სისწრაფეს, რომელსაც ისინი ანვითარებენ ცხენის სისწრაფესაც კი აღემატება. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ სარბოლო ჰასკები არიან ურჩები და უკონტროლოები, არის მითი. ეს ჰასკები ჩვეულებრივად ცხოვრობენ ქალაქში პატრონთან ერთად.
გამოფენის ჯგუფის ჰასკი - ესენი არიან უჭკვიანესები, ულამაზესები და ტალანტის მქონე მსახიობები. შოუ-ჰასკები არიან აბსოლიტურად განსხვავებულები ექსტერიერის მიხედვით, დამოკიდებულები არიან ძაღლსაშენზე. თუმცა მათი დაყოფა კიდევ შეიძლება ორ ქვეჯგუფად: ამერიკულები და ევროპულები. ამერიკულები უფრო მძიმეები, უფრო დიდები არიან და გამოირჩევიან წინა ნაწილის (მკერდის) განსაკუთრებული ლამაზი მოყვანილობით. ევროპულები, შედარებით მსუბუქი და პატარები არიან, თუმცა გამოირჩევიან თავისა და სახის ფორმის განსაკუთრებულად ლამაზი მოყვანილობით.
This post has been edited by MuFaS on 28 Oct 2012, 18:35