#28598451 · 3 Dec 2011, 22:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს მოვიდნენ სასმელი წყლის ფილტრებს ვაყენებთ გენაცვალეო ჩაატარეს პრეზენტაციის მაგვარი ცდა.... ჯერ აავსეს ჭიქაში ონკანიდან წამოსული წყალი. და დენზე შეერთებული აპარატით როგორც ამიხსნა მაგნიტი და რაღაც სპირალი იყო რო ჩავდებ რაც მავნე ნივთიერებაა წყლში ზედაპირზე ამოყრისო. მართლაც ჭიქაში ამის ჩადებისთანავე მთლიანი წყალი გაყვითლდა და ზემოთ რაღაც საშინელება დაილექა. მანამდე კიდე წყალში ჩადო რაღაც აპარატი წყლის სისუფთავის მაჩვენებელი (არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი მოკლედ სიტყავზე ვენდე) და თქვა რომ ნორმა 50 და და 50 უნდა დაიწეროსო და დაიწერა 500-ზე ზემოთ.
ამ ყველაფრის შემდეგ თავის საცდელი აპარატით ანუ ფილტრით (რომელიც მოიცავს 5 ფილტრს და არც თუ ისე პატარაა ჯამში ეს ყველაფერი) დროებით შეურთა ონკანს და ეხლა უკვე გაფილტრული წყალი ჩაასხა ჭიქაში. ჩაუშვა ის მაგნიტის და სპირალის აპარატი და ოდნავ ისიც გაყვითლდა მაგრამ შედარება არ იყო. შემდეგ მეორე საზომი ჩადო (წყლის სისუფთავეს რაც ამოწმებს) და 0.35 დაეწერა.
თქვა რომ აქვთ ოფიციალური კომპანია, საიტი მითხრა მაგრამ სამწუხაროდ აღარ მახოვს, თან მეჩქარებოდა და სწრაფ-სწრაფად ვაკეთებინებდი ამ ყველაფერს. თქვა რომ სრულპასუხისმგებლობას ვიღებთო ყველაფერზეო, ასევე გვაქვს 5 წლიანი გარანტიაო და ა.შ.
ასევე თქვა რომ ჯორჯიან ვოთერ ფაუერი კი უშვებს გაფილტრულ წყალსო მაგრამ მილებში საშინალდ ბინძურდება და დღის განმავლობაში უამრავი ავარია ხდებაოო. ნუ ეს მართლაც ასეა.
მე მინახავს სხვადასხვანაირი ფილტრები ონკანზე და მართლაც რომ უამრავი ნაგავი გროვდება შიგნით. ასევე ექმისგან გამიგონია რომ კენჭის გაჩენის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი არის დასალევად არც თუ ისე ვარგისიანი წყალი.
ბოლოს ვკითხე წყაროს წყალში არ ჩაგიდია ეგ აპარატი, იმასაც აყვითლებს თქო? და მთელი დღე რომ იდოს იმას ოდნავადაც არ აყვითლებს და ზედაპირზე არანაირი ნაგავი არ ამოაქვსო.
ხოდა ვისაც ამ ყველაფერზე რაიმე ინფორმაცია გავქთ იქნებ გაგვიზაროთ
P.S. ბოლოს ფასი ვკითხე და 700$ იო
--------------------
უოტსონი: „ვარსკვლავებით მოჭედილი ცის საოცარი მექანიზმის შესწავლისას ჩვენ განცვიფრებაში მოვყავართ უსასრულო, სრულყოფილ, ყოვლისშემძლე და ცოცხალ ღმერთს.“
- დაშლა ყველა შედგენილი ნივთის თვისებაა. გულმოდგინედ იღვაწეთ საკუთარი ხსნისთვის!
|